სურიკატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სურიკატი
Meerkat feb 09.jpg
სურიკატი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: მანგუსტისებრნი
ლათინური სახელი
Suricata suricatta
რუკა
Meerkat Area.svg
  გავრცელების არეალი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


სურიკატი (ლათ. Suricata suricatta) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი მანგუსტისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, მეტწილად კალაჰარის რაიონში. წარსულში შემჩნეული იყო მადაგასკარზე. მისი სხეულის სიგრძე 25-35 სმ აღწევს, კუდისა — 17,5-25 სმ. მოზრდილი ცხოველი იწონის 1 კგ-ზე ნაკლებს. ნარინჯისფერ-ყავისფერია. თავი თეთრია, ყურები შავი, კუდი მოყვითალო, კუდის ბოლო — შავი. გრძელი და რბილი ბეწვი აქვს. აქვს საზარდულის ჯირკვალი, რომელიც გამოჰყოფს სუნიან სეკრეტს. წინა თათებზე გრძელი და მაგარი ბრჭყალები აქვს. აქტიურია დღისით. მაღალორგანიზებული ცხოველია. ბინადრობს კოლონიებად. მანერის მიხედვით „ბოძისებურად“ დგას და გამოსცემს მსტვინავ ხმას. იკვებება მწერებითა და წვრილი ხერხემლიანებით. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს დაახლოებით 1 წლისა. წელიწადში ერთხელ შობს 2-4 ნაშიერს. ადვილად შინაურდება. განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიცივის მიმართ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]