სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
Հայաստանի Առաջին Հանրապետութիւն

რესპუბლიკა

28 მაისი, 19182 დეკემბერი, 1920
დროშა გერბი
ჰიმნი
Mer Hayrenik
(„ჩვენი სამშობლო“)
დედაქალაქი ერევანი
ენა სომხური
რელიგია სომხური მართლმადიდებლობა
ფულის ერთეული სომხური რუბლი
ფართობი 80 000 კმ²
მოსახლეობა დაახლ. 3 მლნ
მთავრობის თავმჯდომარე
 - 1918–1919 ოვანეს კაჯაზნუნი
 - 1919–1920 ალექსანდრე ხატისიანი
 - მაისი 1920–ნოემბერი 1920 ჰამო ოჰანჯაინაინი
 - ნოემბერი 1920–დეკემბერი 1920 სიმონ ვრაციანი

სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც შეიქმნა 1918 წლის 28 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად. ამ რესპუბლიკამ 2 წელიწადი იარსება. შემდგომში კი იგი დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა. მას დასავლეთით ესაზღვრებოდა ოსმალეთი, სამხრეთით ირანი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილოეთით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მოსახლეობა 3 მილიონი, ფართობი (ოფიციალურად) — 80 000 კმ².

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რათა კავკასიას დაეცვა თავი რუსეთის და თურქეთის აგრესიისგან, გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელშიც შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. მაგრამ განსხვავებული ორიენტაციის გამო (საქართველო ემხრობოდა გერმანიას, სომხეთი ინგლისს, ხოლო აზერბაიჯანი თურქეთს) ამიერკავკასია დაიშალა და 1918 წლის 28 მაისს სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

სომხეთმა რამდენიმე წარუმატებელი ომი გადაიტანა მეზობლებთან. კერძოდ: სომხეთ-საქართველოს ომი, სომხეთ-ოსმალეთის ომი და სომხეთ-აზერბაიჯანის ომი. ბოლოს, 1920 წელს, იგი საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]