ერევნის სურათების გალერეა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერევნის სურათების გალერეა

ერევნის სურათების გალერეა, სომხეთის სურათების გალერეა (სომხ. Հայաստանի ազգային պատկերասրահ ჰაისტანი აზგაინ პატკერასრაჰ) — დაარსდა 1921 წელს, როგორც სომხეთის სახელმწიფო მუზეუმის განყოფილება (1931—1935სომხეთის კულტურულ-ისტორიული მუზეუმის განყოფილება, 1935—1947 — დამოუკიდებელი სახვითი ხელოვნების მუზეუმი). ერევნის სურათების გალერეის კოლექციაში არის სომხური, რუსული, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნების სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დაახლოებით 16 ათასი ნიმუში. სომხური ხელოვნების განყოფილებაში დაცულია არუთინ ჰოვნათანიანის, ივანე აივაზოვსკის, გ. ბაშინჯაღიანის, მარტიროს სარიანის, გაბრიელ გიურჯიანის, ს. სტეფანიანის, ა. სარქსიანის, მ. ასლამაზიანის, ე. ისაბეკიანის, ო. ზარდარიანისა და სხვათა ნამუშევრები; რუსული ხელოვნების განყოფილებაში — ს. შჩედრინის, კ. ბრიულოვის, ი. რეპინის, ვ, სეროვის, კ. სომოვის, ა. ბენუას, ს. კონიონკოვის, კ. პეტროვ-ვოდკინის, ვ. კანდინსკის, მ. შაგალის და სხვათა ნამუშევრები; დასავლეთ ევროპის განყოფილებაში — პ. პ. რუბენსის, ფ. დრუეს, ო. ფრაგონარის, გ, კურბეს და სხვათა ნამუშევრები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Государственная картинная галерея Армении, Ер., 1965;
  • ქსე, ტ. 4, გვ. 179, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: