ვაღარშაპატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ვაღარშაპატი
Վաղարշապատ
ეჩმიაძინი
ეჩმიაძინი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მარზი არმავირი
კოორდინატები 40°10′ ჩ. გ. 44°18′ ა. გ. / 40.167° ჩ. გ. 44.300° ა. გ. / 40.167; 44.300
დაარსდა IV საუკუნე
ადრეული სახელები ვარდკესავანი, ვაღარშაპატი
მოსახლეობა 51 280 კაცი (2001)
ეროვნული
შემადგენლობა
სომხები
დროის სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +374 (231)

ვაღარშაპატი მდებარეობა სომხეთი

Red pog.svg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1011
რუს.ინგლ.ფრ.

ვაღარშაპატი (სომხ. Վաղարշապատ; 1945 წლიდან 1992 წლამდე – ეჩმიაძინი, სომხ. Էջմիածին) — ქალაქი სომხეთში, სომხური სამოციქულო (გრიგორიანული) ეკლესიის კათალიკოსის საბრძანებელი. მდებარეობს არმავირის პროვინციაში, ერევნიდან დასავლეთით 20 კმ-ში.

ქალაქი თავდაპირველად დაარსდა როგორც ვარდკესავანი ძვ.წ. მე-4 ან მე-3 საუკუნეში. მეფე ვაღარშმა (117–140) მას სახელი შეუცვალა და ვაღარშაპატი (სომხ.: Վաղարշապատ) დაარქვა, რაც დღემდე რჩება ქალაქის ოფიციალურ სახელად. რამდენიმე ათწლეულში იგი სომხეთის დედაქალაქი ხდება და მე-4 საუკუნემდე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ქალაქად რჩება.

ისტორიულად ქალაქის დედაბოძი ეჩმიაძინის ტაძარი იყო. გადმოცემის თანახმად, თავადპირველად ააგო წმ. გრიგორ განმანათლებელმა 301–303 წლებში. მე-5 საუკუნის სომხური წერილობითი წყაროების მიხედვით, წმ. გრიგორს ქრისტე გამოეცხადა ზეციდან, რომელმაც მიწას მეხი სტყორცნა ოქროს ჩაქუჩით, ტაძრის ასაშენებელი ადგილის მისათითებლად. შესაბამისად პატრიარქმა ეკლესიასა და თვით ქალაქსაც სახელად ეჩმიაძინი დაარქვა, რაც დაახ. ნიშნავს: ”ადგილი სადაც მხოლოდშობილი დაეშვა”.

480 წელს ვაჰან მამიკონიანის ბრძანებით ნანგრევებად ქცეული ბაზილიკა შეიცვალა ახალი ჯვრის ფორმის ეკლესიით. 618 წელს ხის თაღი შეცვალა ქვისამ, რომელიც ოთხ მასიურ საყრდენზე იჯდა, რომელიც თავის მხრივ კონსტრუქციის გარე კედლებს აერთიანებდა არკადიებით. ტაძარმა დღემდე სწორედ ამ ფორმით მოაღწია. ტაძარში ადრე სომხურ შუასაუკუნეობრივ ხელნაწერთა უდიდესი კოლექცია ინახებოდა, თუმცა მოგვიანებით ისინი მატენადარანს გადაეცა.

მთავარი საკათედრო ტაძრის გარდა ქალაქში კიდევ ორი ძალზედ მნიშვნელოვანი და უძველესი ეკლესიაა. წმ. გაიანეს ეკლესია გამოირჩევა მისი ჰარმონიული პროპორციებით აგებულ იქნა 630 წელს, ხოლო XVII საუკუნეში საუკუნეში კი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. წმ. რიფსიმეს ეკლესია 618 წელს აიგო და დღემდე უცვლელის სახით შემორჩა. ეს ორი ეკლესია, საკათედრო ტაძარი და ახლომდებარე არქეოლოგიური ზონა ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]