რაზდანი (მდინარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 141 კმ |
| აუზის ფართობი | 7310 კმ² |
| ჩაედინება | არაქსი |
| ქალაქები | სევანი, რაზდანი, ჩარენცავანი, არზნი, ერევანი. |
რაზდანი, სომხ. Հրազդան, ზანგა — მდინარე სომხეთში, მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი (მტკვრის აუზი). სიგრძე 141 კმ, აუზის ფართობი სევანის ტბის აუზთან ერთად 7310 კმ2, საკუთრივ რაზდანისა — 2560 კმ2. სათავე აქვს სევანის ტბაში. ზემოთში მთის მდინარეა, ქვემოთ არარატის ვაკეზე მიედინება. ბუნებრივ პირობებში (ჰესების კასკადის შექმნამდე) წყლის საშუალო ხარჯი სათავესთან დაახლოებით 2 მ3/წმ შეადგენდა, შესართავთან ახლოს — 17,9 მ3/წმ. რაზდანზე აგებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი. მდინარეს იყენებენ აგრეთვე სარწყავად. რაზდანის ნაპირზეა ქალაქები: სევანი, რაზდანი, ჩარენცავანი, არზნი, ერევანი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 289-290, თბ., 1984 წელი.