ერევნის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერევნის ტბა
სომხ. Երևանի լիճ

ერევნის ტბა
კოორდინატები: 40°09′38″ ჩ. გ. 44°28′43″ ა. გ. / 40.16056° ჩ. გ. 44.47861° ა. გ. / 40.16056; 44.47861
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
ტერიტორიული ერთეული ერევანი
ზღვის დონიდან 908
ფართობი 0,65 კმ²
მოცულობა 0,005 კმ³
უდიდესი სიღრმე 18
საშუალო სიღრმე 8
მდინარე რაზდანი
შევსების წელი 1963-1966
ერევნის ტბა — სომხეთი
ერევნის ტბა

ერევნის ტბა (სომხ. Երևանի լիճ; ერევნის ზღვა, სომხ. Երևանյան լիճ ან Երևանյան ծով) — სომხეთში, ქალაქ ერევნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შექმნილი ხელოვნური ტბა. შეიქმნა 1963-1966 წლებში მდინარე რაზდანის კალაპოტის გადასაკეტად. სიმაღლე ზღვის დონიდან 908 მეტრი, ფართობი — 650 ათ. მ², საშუალო სიღრმე — 8 მ, მაქსიმალური სიღრმე — 18 მ, მოცულობა — 5 მლნ. მ³. ზამთარში იყინება.

ტბასთან ახლოს გადის ერევანი-ეჩმიაძინის გზა, ასევე ახლოსაა ამერიკის საელჩო. 1976 წლის 16 სექტემბერს ტბაში გადავარდა ტროლეიბუსი, რომელშიც 92 ადამიანი იმყოფებოდა. იქვე მყოფმა შავარშ კარაპეტიანმა მოახერხა 10 მ სიღრმეზე ჩაძირული მანქანიდან 20 ადამიანის გადარჩენა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]