სომხური სამოციქულო ეკლესია
| სომხური მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია Հայաստանեայց Առաքելական Եկեղեցի |
|
ივანე აივაზოვსკის სურათი ”გრიგოლ ლუსავერინჩ” |
|
| დამაარსებელი | ბართლომე და იუდა მოციქულები |
| ავტოკეფალია | 372 წელი |
| წინამძღვარი | მისი უწმიდესობა გარეგინ II |
| რეზიდენცია | ვაღარშაპატი |
| ტერიტორია | სომხეთი, ევროპა, აზია, ახლო აღმოსავლეთი, ამერიკა, ავსტრალია |
| ენა | სომხური |
| დოგმატიკური თვალსაზრისი |
მიაფიზიტობა |
| მრევლი | 9 მილიონამდე[1] |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | www.armenianchurch.org |
სომხური სამოციქულო ეკლესია (სომხ. Հայաստանյայց Առաքելական Սուրբ Եկեղեցի; სრული დასახელება „სომხური მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესია“; გავრცელებული სახელი „სომხურ–გრიგორიანული ეკლესია“) – უძველესი ეკლესია მსოფლიოში. საყოველთაოდ აღიარებულია,რომ სომხეთმა პირველმა მიიღო სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა 301 წელს.[2]. იწოდება სამოციქულოდ, ვინაიდან სომხური ტრადიციის თანახმად, სომხეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები იყვნენ იუდა და ბართლომე მოციქულები. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ლეგენდებს, სომხეთში ქრისტიანთა არსებობის შესახებ პირველი ცნობა (დაახლოებით 274) დასტურდება ათანასე ალექსანდრიელთან. სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა სომხეთში გამოცხადდა IV საუკუნის დასაწყისში (სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის მიხედვით 301 [3][4], ხოლო უკეთ არგუმენტირებული სამეცნიერო შეხედულებით 315 წელს), თრდატ III-ის დროს, გრიგოლ განმანათლებლის ღვაწლით. გრიგოლივე გახდა სომხეთის პირველივე ეპისკოპოსი. ერთხანს საეპისკოპოსო ხარისხი გრიგოლის საგვარეულოში მემკვიდრეობით გადადიოდა. IV-V საუკუნეების მიჯნაზე ბიზანტიისა და ირანის ცდით ორად გაყოფილ სომხეთში ადგილობრივი საერო ხელისუფლება მოიშალა და ამიერიდან ერთიანი სომხეთის სიმბოლო გახდა სომხეთის სამოციქულო ეკლესია, რასაც დაახლოებით ამავე ხანებში სათავეში ჩაუდგა ატოკეფალური ეკლესიის პატრიარქ-კათალიკოსი, რომლის რეზიდენციაც ხან ვაღარშაპატში (ეჩმიაძინი) იყო, ხან დვინში.
მიაფიზიტობა [რედაქტირება]
სომხური ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ პირველ სამ მსოფლიო საეკლესიო კრებაში და ცნობდნენ მათ განსაზღვრებებს. სომხური ეკლესია ეყრდნობა კირილე ალექსანდრიელის ფორმულის «μία φύσις τοῦ θεοῦ λόγου σεσαρκωμένη» "ერთიანია განხორციელებული სიტყვა-ღმერთის (ლოგოსის) ბუნება" თავისებურ განმარტებას, რომლის მიხედვითაც ქრისტეს ორი ბუნების შეერთება მოხდა არა ერთ ჰიპოსტასში(ქალკედონური განმარტება), არამედ თვითონ ბუნებაში, ისე რომ ორივე ბუნება შეურწყმელი, განუყოფელი და შეუცვლელი დარჩა. ანუ სომხური ეკლესია აღიარებს ქრისტეს ერთიან ღმერთკაცურ ბუნებას, ერთიანი ნებით, ერთიანი მოქმედებით, ერთიანი ჰიპოსტასით.
ავარაირის ბრძოლის გამო ისინი ვერ დაესწრნენ ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრებას (451) და მთელი მეხუთე საუკუნის II ნახევრის მანძილზე მონაწილეობა არ მიუღიათ დიოფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის გამართულ პოლემიკაში. დვინის (506) საერთოკავკასიურ კრებაზე ქართლისა და ალბანეთის ეკლესიებთან ერთად სომხეთის ეკლესიამ მიიღო ზენონის ჰენოტიკონი და გადაჭრით დაგმო ნესტორიანელობა.
554 წელს ჩატარდა დვინის მეორე კრება, სადაც სომხურმა ეკლესიამ ანათემას გადასცა ევტიქის ერესი (მონოფიზიტობა), სევერიანობა, პავლიკიანობა, და ასევე ქალკედონიტობა(მართლმადიდებლობა)
726 წელს მანასკერტის კრებამ ჩამოაყალიბა და დაამტკიცა 10 ანათემატიზმი, რომელიც გახდა სომხური ეკლესიის ქრისტოლოგიის ბაზისი. ამ ანათემატიზმების მიხედვით დაგმობილ იქნა:
- ევტიქის სწავლება (მონოფიზიტობა), კერძოდ ქრისტეს ორი ბუნების შერწყმის და ღვთაებრივი ბუნების მიერ ადამიანური ბუნების სრული შთანთქმის აღიარებისთვის.
- ნესტორის სწავლება (ნესტორიანელობა), კერძოდ ქრისტეს ორბუნებოვნების და ორჰიპოსტასობის აღიარებისთვის.(ორი ბუნება=ორი ქრისტე)
- სევეროზ ანტიოქიელის სწავლება (სევერიანობა), კერძოდ ქრისტეს სხეულის ხრწნადობის აღიარებისთვის.
- ივლიანე ჰალიკარნასელის სწავლება (ივლიანიტობა), კერძოდ ქრისტეს სხეულის უხრწნელ-მოჩვენებითობის აღიარებისთვის.(ქრისტეს სხეულის უვნებობა)
- ქალკედონიტობა (მართლმადიდებლობა), კერძოდ ქრისტეს ორი ბუნების, ორი ნების, ორი ქმედების აღიარებისთვის.
საბოლოო სახით სომხური ეკლესიის დოგმატური ხედვა ჩამოაყალიბა კათალიკოსმა ნერსეს შნორალიმ (მადლმოსილმა) თავის ეპისტოლეში ბიზანტიის კეისრის მანუილ კომნენისადმი – „გარდამოცემა სომხური ეკლესიის სარწმუნოებისა“ (1166 წ.)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Армянская апостольская церковь // «Православная Энциклопедия»
- «Краткий очерк истории Армянской Церкви с I по VIII века« //
- Иеромонах Гевонд Оганесян, настоятель монастыря Святых Архангелов (Иерусалимский патриархат), кандидат богословских наук. «Армянская Церковь и Халкидон. Армянское достояние на святой земле». Иерусалим, 2010.. Армянская Церковь и Халкидон. В html формате
სტატიის