არარატი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „არარატი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არარატი (მრავალმნიშვნელოვანი).
არარატი
Agry(ararat) view from plane under naxcivan sharur.jpg
სიმაღლე

დიდი — 5165 მ
მცირე — 3925 მ

მდებარეობა

თურქეთი

ტიპი

სტრატოვულკანი (მძინარე)

ასაკი

უცნობი

პირველი ასვლა

1829

არარატი (თურქ. Ağrı, Ârârât, სომხ. Արարատ, სპარს. کوه آرارات, ივრ. אררט‎) — ვულკანური მასივი მდინარე არაქსის შუაწელში (მარჯვენა ნაპირზე), თურქეთში, სომხეთის საზღვრის მახლობლად. შედგება ორი ჩამქრალი ვულკანური კონუსისაგან: დიდი არარატისა (სომხური სახელწოდება მასისი, თურქული — ბუიუქ-აღრი-დაღი), სიმაღლე 5165 მ და მცირე არარატისაგან, სიმაღლე 3925 მ. კონუსები გაყოფილია სარდარბულაკის უნაგირით. ორივე არარატის ძირის გარშემოწერილობაა 130 კმ. აგებულია კაინოზოური ბაზალტებით. დიდი არარატი 4250 მ-ს ზევით დაფარულია მუდმივი თოვლით. აქვს 30-მდე მყონვარი (უდიდესია წმ. იაკობის მყინვარი, სიგრძე 2 კმ). ფერდობები უდაბურია. ბიბლიის მიხედვით არარატის მთაზე გაჩერდა ნოეს კიდობანი.

[რედაქტირება] ლიტერატურა


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე