ანტანანარივუ
|
ქალაქი
ანტანანარივუ
Antananarivo Tananarive
|
ანტანანარივუ (გამოითქმის IPA [æntəˌnænəˈɹiːvoʊ] ან [ɑːntəˌnɑːnəˈɹiːvoʊ]) — მადაგასკარის დედაქალაქია ანტანანარივუს პროვინციაში. ის ასევე ცნობილია მისი ფრანგული სახელით „ტანანარივე“, ან კოლოქვიალური შემოკლებით „ტანა“. ქალაქი კუნძულის შუაგულში მდებარეობს მის სიგრძეზე, თუმცა მხოლოდ 90 მილშია აღმოსავლეთ სანაპიროდან. ის მადაგასკარის უდიდესი ქალაქია და ამავე დროს მისი ადმინისტრაციული, საკომუნიკაციო და ეკონომიკური ცენტრია. 2001 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 403 449 ადამიანს შეადგენდა.
ქალაქი მდებარეობს 135 მილში ტამატავედან, კუნძულის მთავარი საზღვაო პორტი, რომელთანაც ის რკინიგზით არის დაკავშირებული. მთავარი წარმოებებია - საკვები პროდუქცია, თამბაქოს ნაწარმი და ტექსტილი.
ქალაქი დაფუძნდა დაახ. 1625 წელს. დიდი ხნის განმავლობაში ის მხოლოდ ჰოვას მეთაურთა დასახლებას წარმოადგენდა, თუმცა ანტანანარივუმ მნიშვნელობა შეიძინა ამ მეთაურთა მიერ მადაგასკარის უდიდეს ნაწილზე ჰეგემონიის დამყარების შემდეგ და ამ დოისთვის მისმა მოსახლეობამ 80.000 შეადგინა. 1797 წელს ის მერინას მეფეთა სატახტო ქალაქი გახდა. მეფე რადამა I-მა კი ის თითქმის მთელი მადაგასკარის დედაქალაქად აქცია. 1869 წლამდე ყველა შენობა ქალაქის ტერიტორიაზე ხისა და ლერწმისგან იყო, თუმცა მაშინაც კი აქ რამდენიმე საკმაოდ დიდი ზომის (40 მ-მდე სიმაღლის) ხის სასახლე არსებობდა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||||