ოდესა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ოდესა
Одеса
პოტიომკინის საფეხურები (აშენდა 1834–1841).
პოტიომკინის საფეხურები (აშენდა 1834–1841).
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ოდესა
კოორდინატები 46°28′ ჩ. გ. 30°44′ ა. გ. / 46.467° ჩ. გ. 30.733° ა. გ. / 46.467; 30.733
შიდა დაყოფა 4 რაიონი
მერი ედვარდ გუვიცი
დაარსდა 1794
ქალაქი 1794  წლიდან
ფართობი 236.9 კმ²
სიმაღლე 40
მოსახლეობა 1,080,000 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 6,141 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1,191,000
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380 48
საფოსტო ინდექსი 65000 — 65480
ოფიციალური საიტი http://www.odessa.ua

ოდესა მდებარეობა უკრაინა

Red pog.svg

ოდესა (უკრ.: Одеса, Odesa; რუს.: Одесса) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში, უმნიშვნელოვანესი პორტი შავ ზღვაზე და ოდესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2004 წლის მონაცემებით იყო 1.012.500 ადამიანი.

ოდესა 1819-1858 წლებში თავისუფალი პორტი (პორტო ფრანკო) იყო. საბჭოთა პერიოდში სსრკ-ის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პორტი და სამხედრო სანაოსნო ბაზა გახდა. 2000 წლის 1 იანვარს ოდესის სავაჭრო პორტის კარანტინის მისადგომი თავისუფალ პორტად და თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა 25 წლის ვადით.

ოდესა თბილ წყალზე მდებარეობს, თუმცა მისი სამხედრო მნიშვნელობა საკმაოდ შეზღუდულია. თურქეთის მიერ დარდანელის სრუტესა და ბოსფორზე კონტროლის დაწესებამ ნატოს შესაძლებლობა მისცა ოდესიდან ხმელთაშუა ზღვაზე მიმოსვლა შეეზღუდა. ქალაქს ორი მნიშვნელოვანი პორტი აქვს: თავად ოდესა და იუჟნი (საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობ ტერმინალი), რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პორტი, ილიჩევსკი, იმავე ობლასტში მდებარეობს, ოდესის სამხრეთ-დასავლეთით. ერთობლიობაში ეს სამი პორტი და სარკინიგზო სისტემა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ოდესის ნავთობ და ქიმიურ-გადამმუშავებელი ქარხნები რუსეთისა და ევროპის ქსელებთან სტრატეგიული მნიშვნელობის სადენებით არის დაკავშირებული.

ოდესა სიდიდით მეხუთე ქალაქია უკრაინაში და ასევე მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. მე-19 საუკუნეში ის იყო იმპერიული რუსეთის მესამე ქალაქი მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ. ქალაქის ისტორიულ არქიტექტურას უფრო ხმელთაშუა იერი დაჰკრავს ვიდრე რუსული, ფრანგული და იტალიური მიმდინარეობების გავლენით. ოდესისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი თავისუფალი ნება და იუმორი, შესაძლოა მისი მდებარეობისა და მულტიკულტურიზმის წყალობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოდესა&oldid=2553107“-დან