ავთანდილ ჯორბენაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ავთანფილ ქრისტეფორეს ძე ჯორბენაძე (დ. 31 ოქტომბერი, 1951, ლანჩხუთი) — ქართველი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავთანდილ ჯორბენაძე დაიბადა 1951 წელს 31 ოქტომბერს ქალაქ ლანჩხუთში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1974-1975 წლებში იყო თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1975-1976 წლებში — 29-ე პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1976-1978 წლებში — სსრკ შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ექიმი; 1978-1986 წლებში თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგი-თერაპევტი; 1986-1992 წლებში თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის I მოადგილე და უფროსი. 1992 წლიდან 1993 წლის მარტამდე საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე. 1993 წლის მარტიდან 1993 წლის 27 ოქტომბრამდე სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე. 1993 წლის 27 ოქტომბრიდან 1999 წლამდე საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი; 1999 წლიდან 2001 წლის 21 დეკემბრამდე — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2001 წლის 21 დეკემბრიდან 2003 წლის 25 ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრი. 2011 წლიდან დღემდე — აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

არის გამოგონებისა და 6 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]