შინაარსზე გადასვლა

აგანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
აგანა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი კოჭიო
კოორდინატები 41°34′26″ ჩ. გ. 43°32′27″ ა. გ. / 41.57389° ჩ. გ. 43.54083° ა. გ. / 41.57389; 43.54083
ცენტრის სიმაღლე 1780
მოსახლეობა 534[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
აგანა — საქართველო
აგანა
აგანა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
აგანა
აგანა — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
აგანა

აგანა[2]სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კოჭიოს სასოფლო თემში, მდინარე ბარალეთისწყლის (მდინარე ფარავნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1780 მ–ზე, ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 534 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 708 349 359
2014[1] 534 274 260

აგანაში შემორჩენილია ორი ციკლოპური სიმაგრის ნაშთები.[4] 2024 წლის 20 ივლისს, სოფელში მდებარე XIX საუკუნის დაზიანებულ სომხურ ეკლესიაში კედლის შელესილობის ჩამოშლის შედეგად აღმოჩნდა ლაპიდარული წარწერა, რომელიც 984 წლით თარიღდება და მასში ბაგრატ III კურაპალატია მოხსენიებული.[5]

აგანა იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის 1595 წლის დიდ დავთარში“, როგორც გურჯისტანის ვილაიეთის ხერთვისის ლივის ტყიანი ჯავახეთის ნაჰიეში. არქივისეულ სიებში სოფელი დასახელებულია: Акана, Агана სახელებით. სოფელი აღნუსხულია აგრეთვე ამიერკავკასიის მხარის მოსახლეობის 1886 წლის საოჯახო სიებში, რომლის მიხედვითაც იგი შედიოდა ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრის ბარალეთის უბანსა და ბარალეთის სასოფლო თემში: Агана. დატანილია რუკებზე: Агана [5-ти верст. карта: Д7], „გურჯისტანის ვილაიეთის რუკაზე“ (ასლანიკაშვილი, 1953).

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 13 კომლი. მურახასიეს გადასახადის მიხედვით იდგა 13 სახლი. კომლთა უფროსების უმეტესობას ერქვა ქართველებისათვის/ქრისტიანებისათვის დამახასიათებელი სახელი: აბრამ, ა(-ღ)დგომელა, გიორგი, ელია, ივანე, იორდან(ე), მამუკა, მახარებელ, მიქელი, ჩელება. სამგან მითითებულია მხოლოდ ნათესაური კავშირი, მაგალითად, „ლაზარეს შვილიშვილი“, „მიქელის შვილიშვილი“. მამის სახელებად გვხვდება: მიქელი, ყურა, მახარებელი. სოფელში არ იყვნენ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები. კ. ზისერმანის მიხედვით კი სოფელში მდგარა 36 სახლი 307 მოსახლით. ისინი რეგისტრირებულნი იყვნენ როგორც სომეხი გრიგორიანები. ამიერკავკასიის მხარის მოსახლეობის 1886 წლის საოჯახო სიების მიხედვით აქ ცხოვრობდა 51 კომლი (409 მცხ.). მათგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (98%) იყო გრიგორიანი სომეხი (50 კომლი – 401 მცხ.) და მხოლოდ 1 კომლი იყო ქართველი (8 მცხ.). სამეურნეო გადასახადზე მოდიოდა 9149 ახჩა, რაც გადასახადების საერთო რაოდენობის 92%-ია. მეურნეობის ძირითადი დარგები იყო: მემარცვლეობა (გადასახადის საერთო რაოდენობის 82%), შემდეგ მოდიოდა მეცხოველეობა: მესაქონლეობა (გადასახადები იონჯაზე, თივაზე). მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მეცხვარეობა. მასზე მოდიოდა მეცხოველეობის გადასახადის საერთო რაოდენობის 53%. შემდეგ მოდიოდა მეღორეობა (15%).

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 51.
  • დ. ნიკოლაიშვილი, დ. სართანია, ა. უჯმაჯურიძე, დ. კირთაძე, მ. კვეტენაძე. მესხეთი ოსმალური დავთრების მიხედვით. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", თბ., უნივერსალი, 2016, გვ. 18.
  • Сводъ статистическихъ данныхъ, 1893.
  • Зиссерман, 1870, გვ. 25: №232
  • რუკა - 5-ти верст. карта: Д7
  • გურჯისტანის ვილაიეთის რუკა (ასლანიკაშვილი, 1953).
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  4. ნარიმანიშვილი დ., საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019. — გვ. 260, 322.
  5. ახალქალაქში X საუკუნის წარწერა აღმოაჩინეს, რომელშიც ბაგრატ III კურაპალატია მოხსენიებული.