მურჯახეთისწყალი
მურჯახეთისწყალი | |
---|---|
![]() მურჯახეთისწყალი ახალქალაქთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქები | ახალქალაქი |
სათავე | ნიალისყურის ქედი |
სათავის სიმაღლე | 2760 მ |
სიგრძე | 32 კმ |
აუზის ფართობი | 106 კმ² |
დახრილობა | 35,7‰ |
![]() |
მურჯახეთისწყალი, კირხბულახი, დლივისწყალი[1], ახალქალაქისწყალი — მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარცხენა შენაკადი (ერთვის ახალქალაქთან). სიგრძე 32 კმ, აუზის ფართობი 106 კმ2. სათავე აქვს ნიალისყურის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2760 მ. საერთო ვარდნა — 1 143 მ, საშუალო დახრილობა — 35,7‰, წყალშემკრები აუზის ფართობი — 196 კმ², ხოლო საშუალო სიმაღლე 1 980 მეტრია.[2] საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,91 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად. მდინარის ნაპირზე გაშენებულია სოფელი მურჯახეთი.
ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კირხბულახი გვიანი თურქული სახელწოდებიდან ყირხ-ბულახისაგან წარმოსდგა, რაც „ორმოც წყაროს“ ნიშნავს (kırk — ორმოცი, bulak — წყარო).[3]
ვახუშტი ბატონიშვილს თავის გეოგრაფიულ აღწერაში მოხსენიებული აქვს როგორც „ახალქალაქის წყალი“:
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 203.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Dzeglebi.ge. ახალქალაქი ჯავახეთისაი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-22. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
- ↑ ზურაბ გიორგაია. (2014) სამცხე–ჯავახეთის მხარის ტყის რესურსების ეკოლოგიურ–ეკონომიკური შეფასება. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
- ↑ Nedir Ne Demek. bulak nedir, bulak ne demek?. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.