ხორენია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ხორენია
GEO-SJ-AK.svg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ხოსპიო
კოორდინატები 41°20′36″ ჩ. გ. 43°31′09″ ა. გ. / 41.34333° ჩ. გ. 43.51917° ა. გ. / 41.34333; 43.51917
ადრეული სახელები ხორანია
მოსახლეობა 504[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 97,6 %, ქართველები 2 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
ხორენია — საქართველო
ხორენია
ხორენია — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ხორენია
ხორენია — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ხორენია

ხორენიასოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ხოსპიოს თემში.

მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ფარავნის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1750 მ, ახალქალაქიდან 10 კმ. ამ სახელით ორი სოფელია ცნობილი: დიდი და პატარა ხორენია. მათ ერთმანეთისგან მდინარე ფარავანი ჰყოფს. ადმინისტრაციულად პატარა ხორენია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 504 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 666 325 341
2014[1] Decrease2.svg 504 247 257

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდების თავდაპირველი ფორმა არის ხორანია და არა ხორენია, თუმცა ეს უკანასკნელი ფორმა გაჩნდა XIX საუკუნეში და დამკვიდრდა. სოფელში არის ორი ეკლესია, რომელიც შემდეგ სომხურად გადაუკეთებიათ. ეკლესიას შემორჩენილი აქვს წარწერები. ეკლესიას ოთხი წარწერა ჰქონია 1896 წელს, როდესაც ივანე როსტომაშვილს უმოგზაურია იქ. ყველაზე მთავარი წარწერა მოთავსებული ყოფილა სახურავზე. ეტყობა მოგვიანებით აიტანეს იგი იქ. შემდეგ, როდესაც ე. თაყაიშვილმა მოიარა ჯავახეთი, წარწერა ვეღარ ნახა, რადგან სახურავი გადაეგდოთ უკვე. მეორე ქართული ეკლესია მცირე ზომისაა. წარწერები ძალითაა წაშლილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II