ფილიპოვკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ფილიპოვკა
Pilipovka Village.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი კარწახი
კოორდინატები 41°14′25″ ჩ. გ. 43°18′28″ ა. გ. / 41.24028° ჩ. გ. 43.30778° ა. გ. / 41.24028; 43.30778
ადრეული სახელები პატარა კარწახი
ცენტრის სიმაღლე 1880
მოსახლეობა 52[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები (100 %)
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
ფილიპოვკა — საქართველო
ფილიპოვკა
ფილიპოვკა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ფილიპოვკა
ფილიპოვკა — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ფილიპოვკა

ფილიპოვკა (ყოფ. პატარა კარწახი) — სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარწახის თემში.[1] მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1880 მ სიმაღლეზე. ქალაქ ახალქალაქიდან დაშორებულია 29 კილომეტრით. სოფელში არის ფილიპოვკის საბაზო სკოლა.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 52 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 101 51 50
2014[1] Decrease2.svg 52 25 27

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წელს არტაანში მცხოვრები გლეხების 60 კომლმა თხოვნით მიმართა საქართველოს სსრ ცაკ-ის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძეს, რათა ამ უკანასკნელს მათთვის გამოეყო საცხოვრებელი ადგილი. იმავე წლის 12 აგვისტოს მახარაძემ მათ ახალქალაქის მაზრაში გამოუყო ადგილი სოფელ პატარა კარწახში, რომელსაც მახარაძის პატივსაცემად ფილიპოვკა დაარქვეს.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  4. ს. დარჩია, „ფ. მახარაძის დაბადებიდან 90 წლისთავისთვის“, გაზეთი „ლენინის დროშა“, N31, გვ. 2 — 1958 წ.