ბორჯომის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
SJ-Borjomi-ka.svg

ბორჯომის მუნიციპალიტეტი  დროშა ბორჯომის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ბორჯომი

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის მხარე

გამგებელი

დიმიტრი ყიფიანი     

დეპუტატი პარლამენტში

გედევან ფოფხაძე     

სიმჭიდროვე

27.2 [1] კაცი/კმ²

ფართობი

1189 კმ2

მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 25 214 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 84.21%
სომხები 9.64%
ბერძნები 3.6%
ოსები 1%
რუსები 0.8%[2]

ბორჯომის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში — გორის ოლქში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-66 წლებში იყო ხაშურის რაიონის შემადგენლობაში.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ისტორიული კუთხის თორის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის მოქცეულია თრიალეთის ქედის დასავლეთით და მესხეთის ქედის აღმოსავლეთით, უჭირავს თორის ქვაბული და ბორჯომის ხეობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია არის 1189 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 440 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მდინარეები მტკვარი, ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი; ტბები: ტაბაწყური, კახისი, წეროს ტბა და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური წყლები, განსაკუთრებით კი ფართოდ ცნობილი ბორჯომის მინერალური სამკურნალო წყალი. აქ არის ასევე სამშენებლო ქვები — ანდეზიტი, ბაზალტი და პემზა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა — 31,5 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 27 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 43 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 4 დაბა და 38 სოფელი. მრავლადაა დაცარიელებული სოფლებიც. მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ, ცალკეულ დასახლებებში ცხოვრობენ ასევე ეთნიკური ოსები.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 41 266
2002 33 074 Decrease2.svg
2014 25 214 Decrease2.svg

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორჯომის გერბი

ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს საკრებულოს მიერ დანიშნული გამგებელი. 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად საკრებულოში უმრავლესობით წარმოდგენილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრეწველობის წამყვანი დარგია მინერალური წყლების ჩამოსხმა, არის ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა საწარმოები. სოფლის მეურნეობაში მთავარია მეხილეობა და მეცხოველეობა. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი საკურორტო მეურნეობით, სამთო-კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტებით: ბორჯომი, წაღვერი, პატარა ცემი, ტბა, ლიბანი, ციხისჯვარი, ბაკურიანი, ცემი.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 33 საჯარო სკოლაა, 3 პროფესიული სასწავლებელი, 35 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი (სახალხო თეატრი 1959 წლიდან) და 1 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიმოთესუბანის მონასტერი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლია:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტი