აზავრეთი
| სოფელი | |
|---|---|
|
აზავრეთი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| თემი | აზავრეთი |
| კოორდინატები | 41°35′07″ ჩ. გ. 43°27′12″ ა. გ. / 41.58528° ჩ. გ. 43.45333° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 2100 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 1 051[1] კაცი (2024) |
| ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,2 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
აზავრეთი[2] — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩამოუდის მდინარე აზავრეთისხევი. ზღვის დონიდან 2100 მ. ახალქალაქიდან დაშორებულია 21 კმ-ით.
არის მოსაზრება, რომ სოფლის სახელის ეტიმოლოგია აზავერს („ხარია საკიდარი“ — საბა) უკავშირდება. თითქოს აზავრეთში გამოჰყავდათ აზავრები.
სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის შუა საუკუნეების დიდი ეკლესია, რომელიც რესტავრირებულ იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში. ეკლესიის ერთ-ერთ შემორჩენილ ბარელიეფზე გამოსახულია წმინდა დანიელი ლომების ხაროში. შემორჩენილია ასევე ბოლნური ჯვარი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 051 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[3] | 1491 | 734 | 757 |
| 2014[4] | 581 | 580 | |
| 2024[1] | 540 | 511 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 184.
- მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. გვ. 335-404, ახალციხე 2002
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 14.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
| ||||||||||