ბავრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბავრა (სომხეთი).
სოფელი
ბავრა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ხოსპიო
კოორდინატები 41°24′13″ ჩ. გ. 43°30′31″ ა. გ. / 41.40361° ჩ. გ. 43.50861° ა. გ. / 41.40361; 43.50861
ზღვის დონიდან 1590
მოსახლეობა 873[1] კაცი (2014)
ეროვნული
შემადგენლობა
სომხები[2]
ბავრა (საქართველო)
Red pog.svg
ბავრა (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
Red pog.png
ბავრა (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
Red pog.png

ბავრასოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მდ. აბულის (ფარავნის შენაკადი) შესართავთან. ზღვის დონიდან 1590 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 4 კმ–ით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 873 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 301 624 677
2014[1] Decrease2.svg 873 439 434

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს ალექსანდრე ფრონელი წერდა: "ბავრისა, ხულგუმოს, კართიკამის და ტურცხის კათოლიკეებმა სომხური არ იციან. ზოგნი ამბობენ, რომ ეგენი ქართველები არიან და გადმოსახლდნენ არტაანის ოლქიდან (ველი), ზოგნი კი უჩვენებენ (ანუ, უთითებენ) სომხეთის მუშს, საიდანაც ვითომ იგინი მოსულან. ველი ძველად ქართული პროვინცია იყო".[3]

1933 წელს ჯავახეთში მოგზაურობისას ს. ჯიქიას ჩაუწერია: „დილით ბავრაში წავედით, მოსახლეობა - ნაწილი თურქულენოვანი კათოლიკე ქართველები, ნაწილი თურქულენოვანი კათოლიკე სომხები. პირველები ამბობებ არტაანიდან ვართო, მეორეები - არზრუმიდან“.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ სოფლის სახელი საინტერესოა შემდეგი თვალსაზრისით: იგი შედის ჯავახეთის ცნობილი სოფლის ხიზაბავრის შემადგენლობაში. ასევე იყო სოფელი ხიზა, რომელიც დღეს ნასოფლარია. ხიზადან და ბავრიდან გადასულებმა დააარსეს სოფ. ხიზაბავრა.

ბავრას ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ცენტრში დგას დარბაზული ტიპის ქართული ეკლესია. იგი შედარებით კარგად არის შემონახული. ეკლესიას გააჩნია რელიეფი „წმ. დანიელი ლომების ხაროში“ წარწერით „ქრისტე ადიდე სოფრონ“ და კიდევ ერთი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია იგივე სოფრონი, ადგილობრივი ფეოდალი, რომლის ბრძანებითაც აგებულია ეკლესია X-XI ს-ში. ეკლესიის ეზოში დგას წარწერიანი სვეტი, სავარაუდოდ საფლავის ქვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ალექსანდრე ფრონელი, დიდებული მესხეთი, თბ., 1991, გვ. 175.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 139, თბ., 1977 წელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბავრა&oldid=3275162“-დან