აფნია
სოფელი | |
---|---|
აფნია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | გოგაშენი |
კოორდინატები | 41°21′52″ ჩ. გ. 43°16′37″ ა. გ. / 41.36444° ჩ. გ. 43.27694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1700 მ |
მოსახლეობა | 160[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
აფნია[2] — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, გოგაშენის თემში. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ახალქალაქიდან 23 კმ-ში, სოფელ გოგაშენიდან 2 კმ-ში.
1595 წელს აფნია იმ დროისთვის დიდი, 35 კომლიანი სოფელი ყოფილა. 70-იანი წლების ბოლოს იქ 8 კომლიღა ცხოვრობდა. სოფელში იყო ბენტონიტური თიხების ქარხანა.
სოფელში დგას დარბაზული ეკლესია თლილი ქვით ნაშენი, დასავლეთიდან გვიანდელი მინაშენით. ეკლესიას გააჩნია მხედრული წარწერა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 160 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 111 | 58 | 53 |
2014[1] | 160 | 85 | 75 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. გვ. 335-404, ახალციხე 2002
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|