ალფ-არსლანი
იერსახე
| ალფ-არსლანი | |
|---|---|
| Abu Shuja Muhammad Alp Arslan ibn Dawud | |
|
| |
| სელჩუკთა იმპერიის მე-2 სულთანი | |
| მმართ. დასაწყისი: | 4 სექტემბერი, 1063 |
| მმართ. დასასრული: | 15 დეკემბერი, 1072 |
| წინამორბედი: | თოღრულ-ბეგი |
| მემკვიდრე: | მალიქ-შაჰი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 20 იანვარი, 1029 |
| გარდ. თარიღი: | 15 დეკემბერი, 1072 |
| მეუღლე: |
აკა ხათუნი საფარიე ხათუნი |
| შვილები: | მელიქ-შაჰი, თუთუშ I, არსლან არგუნი, ბორი ბარსი, აიაზი, თოგანი, არსლანი, თექიში, აიშე, ზულეიჰა |
| სრული სახელი: | აბუ შუჯა მუჰამედ იბნ დავუდი |
| დინასტია: | სელჩუკები |
| მამა: | ჩაღრი-ბეგი |
| რელიგია: | ისლამი, სუნიზმი |

ალფ-არსლან ბენ ჩაღრი (დ. 20 იანვარი, 1029 — გ. 15 დეკემბერი, 1072) — სელჩუკთა იმპერიის სულთანი 1063–1072 წლებში.
ალფ-არსლანი სელჩუკთა სულთნის თოღრულ-ბეგის ძმის, ჩაღრი-ბეგის შვილი იყო. მან შეძლო მანამდე დანაწევრებული სელჩუკთა სამფლობელოების ერთ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ გაერთიანება. ალფ-არსლანმა საქართველოში ორჯერ ილაშქრა. 1064 წელს მან ჯერ სომხეთი დალაშქრა და ქალაქი ანისი აიღო. გადმოცემის თანახმად ალფ-არსლანმა სომეხ ტყვეებს თავები დააჭრა. სისხლით აუზი გაავსო და მასში იბანავა. სომხეთიდან წამოსული ალფ-არსლანი მესხეთს შემოესია, ახალქალაქი აიღო და გადაბუგა. 1068 წელს კი კახეთი დალაშქრა.
1071 წელს ალფ-არსლანმა მანასკერტის ბრძოლაში დაამარცხა ბიზანტიელები და მათი იმპერატორი რომანოზ IV დიოგენე დაატყვევა.