ალასტანი
სოფელი | |
---|---|
ალასტანი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ალასტანი |
კოორდინატები | 41°32′49″ ჩ. გ. 43°24′03″ ა. გ. / 41.54694° ჩ. გ. 43.40083° ა. გ. |
დაარსდა | 1828 |
ცენტრის სიმაღლე | 1660 მ |
მოსახლეობა | 641[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ალასტანი[2] — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭობარეთის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1660 მეტრზე, ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალასტანი უძველესი ისტორიული სოფელია საქართველოში. XIII–XIV საუკუნეებში იგი იყო საუფლისწულო მამული, ქართველ მეფეთა თუ უფლისწულთა რეზიდენცია. თუ რა როლს თამაშობდა სოფელი საქართველოს ისტორიაში, წარმოდგენა შეგვექმნება, თუ გავიხსენებთ, რომ ლაშა-გიორგის ალასტანელ მეფეს ეძახდნენ. ლაშა-გიორგის გარდა ალასტანელი მეფეები ყოფილან დავით და მელქისედეკ რუსუდან დედოფლის შემდეგ. „ეტყობა მონღოლების დროს ერთი შტო ბაგრატიონთა გამეფებულა ალასტანში“ (ექვთიმე თაყაიშვილი).
ისტორიულად ალასტანი ორად იყოფოდა ზემო და ქვემო ალასტანი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 641 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1133 | 513 | 620 |
2014[1] | ![]() |
313 | 328 |
ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ცენტრში დგას X–XI სს. დარბაზული ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ორი წარწერა. ერთი იკითხება: „ესე მე ოძელმან დავდე ქვა“. მეორე წარწერის წაშლა უცდიათ საგულდაგულოდ, საღებავიც გადაუსვამთ ისე, რომ აღარ ირჩევა. სოფელში ქართული ეკლესიის უკანვე აშენებულია XIII–XIV საუკუნეების სომხური დიდი ეკლესია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 267.
- ბერიძე მ., ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. გვ. 335-404, ახალციხე, 2002
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|