დადეში
სოფელი | |
---|---|
დადეში | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | სულდა |
კოორდინატები | 41°17′01″ ჩ. გ. 43°25′14″ ა. გ. / 41.28361° ჩ. გ. 43.42056° ა. გ. |
დაარსდა | ადრეფეოდალური ხანა |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 1800 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 760[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 98,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დადეში — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (სულდას თემი), ახალქალაქის პლატოზე, მდინარე დადეშის ხევის (მურჯახეთისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1800 მ-ზე, ახალქალაქიდან დაშორებულია 23 კმ-ით.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დადეშის ახლანდელი მოსახლეობა სომხურია. მათი წინაპრები აქ XIX საუკუნის 30-იან წლებში დასახლდნენ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 760 კაცი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 902[2] |
2014 | 760 ![]() |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დადეში წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფლის ტერიტორია წინა ფეოდალური ხანიდანაა დასახლებული (აღმოჩენილია სამარხები, კერამიკული ნაწარმი). შემორჩენილია ადრინდელი და შუა ფეოდალური ხანის საყდრები, რომლებიც შემდეგში გადაუკეთებიათ. სოფლის სამხრეთით მდებარე გალავანს წინა და ადრინდელი ფეოდალური ხანის მშენებლობის კვალი ეტყობა. შემორჩენილია ადრე და შუაფეოდალური ხანის ეკლესიები.
მეფის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე მოხსენიებულია, როგორც „Куридадешъ“, ხოლო საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებზე — „Дадеши“.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 329.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|