კოთელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
კოთელია
Kotelia. R. Beridze.JPG
კოთელია. ეკლესიის სამხრეთი ფასადი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი კოთელია
კოორდინატები 41°31′38″ ჩ. გ. 43°28′48″ ა. გ. / 41.52722° ჩ. გ. 43.48000° ა. გ. / 41.52722; 43.48000
ცენტრის სიმაღლე 1680
მოსახლეობა 441[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (97 %), სომხები (3 %)
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
კოთელია — საქართველო
კოთელია
კოთელია — სამცხე-ჯავახეთის მხარე
კოთელია
კოთელია — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
კოთელია

კოთელიასოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, ბაკურიან-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1680 მეტრი, ახალქალაქიდან დაშორებულია 15 კმ–ით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 441 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 490[2]
2014 441 Decrease2.svg

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ კოთელიაში დგას შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია. იგი ახალქალაქიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე. ეკლესიის სახურავის დასავლეთ კეხზე დადგმულია სამრეკლო. ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ანდეზიტის კვადრებით. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადზე გვხვდება მოკვეთილი ჯვრები. სამხრეთ შესასვლელი ამჟამად ამოქოლილია. სამხრეთისავე ფასადზე ჩადგმულია ნაცრისფერი ქვა, რომელზეც მხედრული წარწერაა. წარწერაში მოხსენიებულია აღმშენებელი ქიშვად ავალიშვილი. ნიკო ბერძენიშვილი ამ წარწერას ასე კითხულობს:

ვიკიციტატა
„ქ. ამა წმიდისა კვირიკესა საყდრისა აღმშენებელსა ქიშვადს და თანამცხედრესა მეფისა ასულსა თამარს შეუნდნეს ღმერთმან. გულბადსა და მისაა მეცხედრესა მზექალს შეუნდოს ღმერთმან.“

ხელწერის მიხედვით იგი წარწერას XV-XVI საუკუნეებით ათარიღებს. XIX საუკუნეში ეკლესიაზე ოთხსვეტიანი სამრეკლო დაუშენებიათ.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, თბ., 2003. გვ. 29.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 25 აგვისტო 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები