ბურნაშეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბურნაშეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ბურნაშეთი
ქართ. ბურნაშეთი
GEO-SJ-AK.svg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°35′05″ ჩ. გ. 43°28′04″ ა. გ. / 41.58472° ჩ. გ. 43.46778° ა. გ. / 41.58472; 43.46778
ადრეული სახელები ბურნაშენი
ცენტრის სიმაღლე 1900
მოსახლეობა 488[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები[2]
ბურნაშეთი — საქართველო
ბურნაშეთი
ბურნაშეთი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ბურნაშეთი
ბურნაშეთი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ბურნაშეთი

ბურნაშეთი — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჟირულის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1900მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ–ით.

ბურნაშეთში ადამიანი ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში სახლობდა. სოფლის ძველი სახელი „ბურნაშენი“ უნდა ყოფილიყო.

სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია, რომელსაც შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭე აქვს. თავისი სიდიდისა და სიმაგრის წყლობით ეკლესია შედარებით უკეაა შემონახული. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის ფასადის რელიეფების მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X ს-სა.

დაცულია ორი წარწერა (X და XII–XIII სს.). ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე – ინტერიერში, ჩრდილოეთის კედელზე.

აღმოსავლეთის მხარეზე არსებული რელიეფი წმ. დანიელი ლომების ხაროში იკითხება შემდეგნაირად:

ვიკიციტატა
„უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯხეთისა.“


მეორე წარწერა არის ეპიგრაფიკული საბუთი ყანის შეწირვის შესახებ (XII-XIIIსს.):

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაჲთა და შუამდგომლობითა წმიდისა გიორგისითა. დაგიწერე მე, გიორგიმან თქუენ, ბურნაშელთა მღვდლთა. მოგეც ყანაჲ თქეროანს ჩემგან ნასყიდი.“

სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 488 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 803 397 416
2014[1] Decrease2.svg 488 244 244

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]