ოჩამჩირე
ქალაქი | |
---|---|
ოჩამჩირე Очамчыра | |
შადრევანი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ოჩამჩირე |
კოორდინატები | 42°43′00″ ჩ. გ. 41°28′00″ ა. გ. / 42.71667° ჩ. გ. 41.46667° ა. გ. |
პირველი ხსენება | VI საუკუნე |
ამჟამინდელი სტატუსი | 1926 |
ცენტრის სიმაღლე | 5 მეტრი |
მოსახლეობა | 5280 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +995 445[1] |
საფოსტო ინდექსი | 7100[2] |
საავტომობილო კოდი | ABH |
ოჩამჩირე (აფხ. Очамчыра) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმიდან 58 კმ., ზუგდიდიდან 51 კმ. ოჩამჩირე სარკინიგზო კვანძია, აქედან რკინიგზის განშტოება მიემართება სამრეწველო ქალაქ ტყვარჩელისაკენ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1855 წელს წარმოადგენდა ვრცელ, მაგრამ ნაწილობრივ დასახლებულ პუნქტს. ცხოვრობდნენ აფხაზები, ბერძნები, რუსები და თურქები. აქ მდებარეობდა აფხაზეთის მთავარ მიხეილ შარვაშიძის რეზიდენცია, ხოლო ოჩამჩირიდან 3 საათის სავალ მანძილზე მდებარეობდა მისი სანადირო ნაკრძალი. იყო კოდორის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1926 წლის 10 ნოემბერს. 1991 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 20,6 ათას ადამიანს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 621.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|