შინაარსზე გადასვლა

მერკულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მერკულა
Маркәыла
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი მერკულა
კოორდინატები 42°46′00″ ჩ. გ. 41°29′12″ ა. გ. / 42.76667° ჩ. გ. 41.48667° ა. გ. / 42.76667; 41.48667
ცენტრის სიმაღლე 50
მოსახლეობა 4 281
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მერკულა — საქართველო
მერკულა
მერკულა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მერკულა

მერკულა, სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე მოქვის ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ჯუყმური). ზღვის დონიდან 50 მ, ოჩამჩირიდან 7 კმ.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ XVI-XVII საუკუნეებში მდინარე მოქვზე აქ ხომალდები ამოდიოდა. შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხისა და ეკლესიის ნანგრევები. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის და მეფრინველეობის ფაბრიკები, საკონსერვო ქარხანა. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1].