აბააჟვახუ (ღვადის თემი)
აბააჟვახუ[1][2], აბააჟვ-ახუ (აფხ. Абаажә ахәы) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ღვადის თემი). კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ცხენისწყლის (აფხაზეთისა) სათავესთან, მდინარე უჩაღალის ზემოთში. ზღვის დონიდან – 260 მეტრი, შავი ზღვიდან – 22 კილომეტრი, ოჩამჩირიდან – 25 კილომეტრი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება აფხაზურად „ძველი ციხესიმაგრის ბორცვს“ ნიშნავს. 1949 წელს ღვადის სასოფლო საბჭოში შედიოდა. 1989 წლის მდგომარეობით მოსახლეობა შეადგენდა 260 კაცს. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 130, თბ., 2016.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.