ახალი კინდღი
იერსახე
ახალი კინდღი[1] — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის ნაპირზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 10 მ, ოჩამჩირიდან 15 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ახალი კინდღი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. ნალექები 1000-1200 მმ ნალექი წელიწადში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 283.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.