ზენი (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
ზენი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ილორის თემი).
მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ღალიძგის ნაპირზე, ზღვის დონიდან 10 მ-ში, ოჩამჩირიდან 2 კმ-ში. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 386 მცხოვრები.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება ქართულია, „ზენი“ მეგრულად „ვაკეს“ ნიშნავს.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 356.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 119.