აძიუბჟა
იერსახე
აძიუბჟა[1][2], აძუბჟა[3], აძვიბჟა (აფხ. Аӡҩыбжьа́) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირას, სამურზაყანოს დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: ახალდაბა, ახივაა, ბალანი, ბაღლანი, დოპოუქითი, კუდრახუქი, წყურგილი, ჯობრია). ზღვის დონიდან 40 მ, შავი ზღვიდან 5 კმ, ოჩამჩირიდან 29 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების აძიუბჟის ეკლესია მარმალაბაა[4].
სოფლიდან კოდორის მიმართულებით 3 კმ-ში მდებარეობს სალოცავი — მარმალაბაა. [წყარო არ არის მითითებული 1477 დღე]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 25.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 270.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
- ↑ აფხაზეთის არქიტექტორულ-ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა