აგუბედია
აგუბედია[1] (აფხ. Агәы-Бедиа) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოხოჯის მარცხენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები:აძხიდა, ახეცარა, აჯრა, მეორე კოპიტი, მიშველი, ნარჯხეუ, ოხოჯა, პატრახუწა, პირველი კოპიტი, ქვალონი). ზღვის დონიდან 120 მ, შავი ზღვიდან 20 კმ, ოჩამჩირიდან 21 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აგუბედიას გვიანდელ ფეოდალურ ხანაში გულიბედია, ასევე შუაბედია ეწოდებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ახალმა, აფხაზურმა მოსახლეობამ სოფლის სახელის პირველი ნაწილი — „გული“, „შუა“ აფხაზურად თარგმნა („აგუ“). აგუბედიას მიდამოებშია ბედიის მონასტერი ეკლესიით (X-XI საუკუნეები), სამრეკლოთი და სასახლით, შუა საუკუნეების ციხე „ტყაური“.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 282 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 282 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 46.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 14.