მოქვი (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)
მოქვი — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე მოქვის ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: აძიბჟარა, აჯაჟვი, ჯალაფსუა, ჯალი). ზღვის დონიდან 130 მ, ოჩამჩირიდან 17 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1].
მოქვში დგას ხუროთმოძღვრების ძეგლი – საკათედრო ტაძარი. ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957–967). ტაძარი სამნავიანია, სამლოცველოების მწკრივით განაპირა ნავების გასწვრივ. აღმოსავლეთის მხრიდან სამი შვერილი აფსიდი აქვს. შუა (საკურთხევლის) აფსიდი შიგნიდან ნალისებრი ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ბოძს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. შენობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ფასადებზე ჩუქურთმები არ აქვს. ტაძარს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 148.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-18.