რეკა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რეკა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
რეკა
Река
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი რეკა
კოორდინატები 42°46′19″ ჩ. გ. 41°37′48″ ა. გ. / 42.77194° ჩ. გ. 41.63000° ა. გ. / 42.77194; 41.63000
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რეკა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
რეკა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)
რეკა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
რეკა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)

რეკა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობის გორაკ-ბორცვიან ჩრდილო-დასავლეთ ზოლში. თემის ცენტრი (სოფლები: საჩინო, ჯგერიანი). ზღვის დონიდან 100 მ, ოჩამჩირიდან 18 კმ, ტყვარჩელიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 8 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1].

სოფლის აღმოსავლეთ განაპირა ნაწილში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – დიდი ნაციხარი. გეგმით ოვალური ნაგებობა რთულ რელიეფზე მდებარეობს. იგი შედგებოდა ორი ნაწილისაგან. აღმოსავლეთი ნაწილი ძლიერ დანგრეულია. დასავლეთი ნაწილის შუაში აღმართულია XIV საუკუნის გეგმით სწორკუთხა საკურთხევლიანი ეკლესია, რომლის სამხრეთი მინაშენის ქვეშ კრიპტები იყო მოთავსებული. ეკლესიის კარ-სარკმლებს ჩუქურთმები ამკობდა. სოფლის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მეორე ციხის ნანგრევებია. გალავანი კონტრფორსებით იყო გამაგრებული. დასავლეთ ნაწილში ჩართულია ნახევრად წრიული კოშკი. შუა ეზოში მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია. მესამე ციხე ჩრდილოეთიდან მომავალ გზას დარაჯობდა. სამივე ციხე ადრინდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-14.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]