ახეცარა
ახეცარა[1], ახიაცარა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აგუბედიის თემი), მდინარე ოხოჯის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 120 მ, შავი ზღვიდან 18 კმ, ოჩამჩირიდან 25 კმ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მეგრული ვარიანტია ცხიმურონა. ასე ეძახიან მას სოფლის მცხოვრებნი. „ახეცარა“ აფხაზურია და ისევე, როგორც მისი მეგრული ვარიანტი, „რცხილნარს“ ნიშნავს. გადმოცემით, ახეცარა თავდაპირველად ერქვა სერს ოხოჯესა და მის შენაკად ლაბღანიაშ ღალს შუა. სოფელი არ იხსენიება 1886 წელსა და 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მასალებში. სოფელ ახეცარში არის უბნები: საბიგვა, სამატკა, სანარმანიო – ბიგვავების, მატკავებისა და ნარმანიების გვარების სამკვიდრო.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 296.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.
- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 108-109.