შინაარსზე გადასვლა

ცაგერა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცაგერა.
სოფელი
ცაგერა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი არადუ
კოორდინატები 42°46′41″ ჩ. გ. 41°25′17″ ა. გ. / 42.77806° ჩ. გ. 41.42139° ა. გ. / 42.77806; 41.42139
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ცაგერა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ცაგერა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)
ცაგერა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ცაგერა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)
ცაგერა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) — ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
ცაგერა (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)

ცაგერა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (არადუს თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე. ზღვის დონიდან 35 მ, ოჩამჩირიდან 10 კმ.[1]

1940-იან წლებში აქ ლეჩხუმელი კოლმეურნეებით ჩაასახლეს და სოფელს ლეჩხუმის ადმინისტრაციული ცენტრის ცაგერის მიხედვით ცაგერა უწოდეს. 1949-1954 წლებში არსებობდა ცაგერას სასოფლო საბჭო.[2] 1954 წლის 19 ივნისს მოქვის სასოფლო საბჭოს გამოეყო სოფლები არადუ და ჯუკმური და შეუერთდნენ ცაგერის სასოფლო საბჭოს, რომელსაც ეწოდა არადუს სასოფლო საბჭო ცენტრით სოფ. არადუში.[3][4] 1960 წლის 3 აგვისტოს არადუს სასოფლო საბჭოს გამოეყო სოფ. ცაგერა და კოჩარის სასოფლო საბჭოს მიუერთდა.[2][4][5] მოგვიანებით, სოფელი კოჩარის თემს გამოეყო და კვლავ არადუს სასოფლო საბჭოს დაუბრუნდა.[2] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[6]