აბააჟვახუ (თხინის თემი)
სოფელი | |
---|---|
აბააჟვახუ აფხ. Абаажә ахәы | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
თემი | თხინა |
კოორდინატები | 42°54′32″ ჩ. გ. 41°26′15″ ა. გ. / 42.9089361° ჩ. გ. 41.437694° ა. გ. |
ადრეული სახელები | თილითი |
ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
აბააჟვახუ[1][2], აბააჟვ-ახუ (აფხ. Абаажә ахәы; ძვ. თილითი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (თხინის თემი), კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მოქვის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 240 მ, შავი ზღვიდან 19 კმ, ოჩამჩირიდან 25 კმ.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აბააჟვახუს ძველი სახელია „თილითი“. აქ იყო აფხაზეთის კათალიკოსის სასახლე (შემორჩენილია ნანგრევები „თლუთ აბაას“ სახელწოდებით). XVII საუკუნის 80-იან წლებში ქართული მოსახლეობა აფხაზურმა შეცვალა და სოფელს „აბააჟვახუ“ დაერქვა.
სოფლის მოსახლეობა 1989 წლის მდგომარეობით შეადგენდა 218 კაცს. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. საქართველოს უახლესი კანონმდებლობით მიეკუთვნება „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 52-53, თბ., 2016.
- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.