აბააქითი
იერსახე
აბააქითი[1][2] (აფხ. Абаақыҭ) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (კუტოლის თემი), მდ. ბზანის სათავეში, ზღვის დონიდან 260 მ, შავი ზღვიდან 22 კმ, ოჩამჩირიდან 25 კმ. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე-კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები. სოფლის მოსქხლეობა 1989 წლის მდგომარეობით შეადგენდა 471 კაცს.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1949 წელს კვიტოულის თემში შედიოდა. სახელწოდება აბააქით (Абаақыҭ) აფხაზურია და „ციხის სოფელს“ ნიშნავს. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 122, თბ., 2016.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.