აძხიდა (ტყვარჩელის თემი)
იერსახე
აძხიდა[2] — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ტყვარჩელის თემი), მდინარე ოხოჯის (ოქუმის შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 250 მ, შავი ზღვიდან 21 კმ, ოჩამჩირიდან 32 კმ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 270.