შინაარსზე გადასვლა

აჯრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
აჯრა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი აგუბედია
კოორდინატები 42°45′37″ ჩ. გ. 41°42′14″ ა. გ. / 42.76028° ჩ. გ. 41.70389° ა. გ. / 42.76028; 41.70389
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აჯრა — საქართველო
აჯრა
აჯრა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აჯრა
აჯრა — ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
აჯრა

აჯრა[1] — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აგუბედიის თემი), სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ოხოჯის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 130 მ, ოჩამჩირიდან 25 კმ.[2] 1930 წელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სოფლის სტატუსი. სახელწოდება აფხაზური წარმოშობისაა და „მუხნარს“ ნიშნავს (აფხ. აჯ – „მუხა“, -რა – მრავლობითი რიცხვის სუფიქსი). სოფ. აჯრაში დამოწმებულია მიკროტოპონიმები: საბუა, საჩერქეზიო – ბუავების, ჩერქეზიების გააფხაზებული ქართული გვარების უბნები. აღსანიშნავია, რომ ეს გეოგრაფიული სახელები ნაწარმოებია ქართული -სა პრეფიქსით.[3] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4].

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987.  გვ. 21.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.  გვ. 309.
  3. ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016.  გვ. 109.
  4. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-04-07.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აჯრა&oldid=4771078“-დან