შინაარსზე გადასვლა

დავით ონიაშვილი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ონიაშვილი
დაბადების თარიღი 22 დეკემბერი, 1883
დაბადების ადგილი ხიდისთავი, გორის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 ივლისი, 1937 (53 წლის)
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
განათლება ლაიფციგის უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია

დავით ეფრემის ძე ონიაშვილი (დ. 22 დეკემბერი, 1883, ხიდისთავი, გორის მაზრა — გ. 14 ივლისი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

დავით ონიაშვილი დაიბადა 1883 წლის 22 დეკემბერს, გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში. დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარია 1904 წელს.

1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში; თანამშრომლობდა პრესაში „დ-ლის“ და „ოს“ ფსევდონიმებით. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გორის მაზრაში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო იურდიული კომისიის თავმჯდომარე, საბიუჯეტო-საფინანსო და თვითმმართველობის კომისიების წევრი. 1919 წელს აირჩიეს თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად; იყო სამაზრო ერობის თავმჯდომარე. 1920 წელს დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად. არჩეული იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად. 1924 წელს ჩართული იყო ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. 1924 წლის სექტემბერში აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1]

1937 წლის 14 აპრილს „მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. 1937 წლის 13 ივლისს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 14 ივლისის ღამეს. რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1959 წლის 3 მარტს. 1962 წელს დაიბეჭდა მის მიერ ქართულად თარგმნილი „ფაუსტი“.[2]

  1. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.
  2. ონიაშვილი დავით ეფრემის ძე. საზოგადოებრივი არქივი. archive.ge. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2020.