ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ხიდისთავი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°57′38″ ჩ. გ. 44°07′55″ ა. გ. / 41.96056° ჩ. გ. 44.13194° ა. გ. |
ადრეული სახელები | ოხერა |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3539[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 94,5 % სომხები 3,2 % ოსები 1,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ხიდისთავი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში. სათავო სოფელი. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. მდინარე ტანის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 580 მეტრი, გორიდან 3 კილომეტრი.[2] 1921-1930 წლებში იყო გორის მაზრის ხიდისთავის რაიონის ცენტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1905 წლის აპრილის დამდეგს ხიდისთავის გლეხობის მღელვარება გამოიწვია სოფელში კაზაკების ასეულის ჩაყენებამ. აჯანყებულებმა სოფელში დაკეტეს ყველა სავაჭრო, გარეკეს თავადების შინამოსამსახურეები, მოითხოვეს სოფლიდან კაზაკების გაყვანა. გლეხების დასამორჩილებლად სოფელში გორის მაზრის პოლიციამ ახალი, მაშველი ძალა ჩაიყვანა.[3]
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1951 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით, გაერთიანდნენ ხიდისთავის სასოფლო საბჭოს სოფლები — ზემო ხიდისთავი (იხ. ოხერა) და ქვემო ხიდისთავი.[4]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მოსახლეობა 3539 ადამიანს შეადგენს, ხოლო კომლთა რიცხვი 2000-მდეა. ხიდისთავის უბნებია: „ჩინეთის უბანი“, „ჭალა“, „ქვაშავი“, „ოხერა“ და „აზნეთი“ სადაც იყო პროფ. სასწავლებელი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 3850 | 1885 | 1965 |
2014[1] | 3539 | 1733 | 1806 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ხიდისთავის კოლმეურნეობა. ძირითადი მიმართულებები იყო მევენახეობა, მებოსტნეობა და მემინდვრეობა. იყო შამპანური ღვინისა და აგურის ქარხნები, სამკერვალო ფაბრიკა.[2] სოფლიდან აღმოსავლეთით 2,5 კმ-ში (უბ. „ლომურა“) მდებარეობს სააგურე თიხის საბადო. თიხა გამოიყენება M-„75“ მარკის აგურისათვის.[6] ადგილობრივი წარმოშობისაა ხიდისთაური ატმები.
პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდისთავში დაიბადნენ:
- სოსო ალიმბარაშვილი — ისტორიკოსი, პედაგოგი;
- დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი — ისტორიკოსი, დრამატურგი, საქართველოში არქეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი;
- დავით ერისთავი — მწერალი;
- დავით კარიჭაშვილი — ისტორიკოსი, მწერალი, რუსთველოლოგი;
- დავით ონიაშვილი — პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 480.
- ↑ ვანიშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 125.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6 (39), გვ. 5, თბ., 1951 წ. ISSN 0203-2023
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ბუნებრივი რესურსები. shidakartli.gov.ge. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2020.