მსვატი III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მსვატი III
Mswati III King of Swaziland.JPG
სვაზილენდის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1986
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: სობჰუზა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 აპრილი 1968
დინასტია: ნკოსი დლამინი
მამა: სობჰუზა II
დედა: დედოფალი ნტომბი თფუავა

მსვატი IIIსვაზილენდის მეფე 1986 წლიდან. სანამ მეფე სრულწლოვანი გახდებოდა, ქვეყანას რეგენტის სტატუსით დედამისი — დედოფალი ნტომბი მართავდა სამი წლის განმავლობაში. დღეისათვის მეფე მსვატი III წარმოდგენილია, როგორც ქვეყნის ადმინისტრაციული მეთაური, ხოლო დედამისი სვაზილენდის სულიერი და ეროვნული ლიდერია.

მეფე მსვატი III დაიბადა 1968 წლის 19 აპრილს. ის მეფე სობჰუზა II-ის 67 ვაჟიდან მეორე და დედოფალ ნტომბის ერთადერთი ვაჟია. პრინცი დაიბადა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. იგი დღეების იყო, როცა ის და დედამისი მეფის ერთ-ერთ სასახლეში გადაიყვანეს საცხოვრებლად. მისი დაბადების სახელი იყო მაკჰოსეტივე — ერის მეფე. მომავალმა მონარქმა განათლება სამშობლოში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიიღო. მამამისის სიკვდილის შემდეგ პრინცი ტახტის მემკვიდრედ დასახელდა. ამ დროს იგი არასრულწლოვანი (14 წლის) იყო და ბრიტანეთში სწავლობდა. სრულწლოვანების მიღწევისთანავე, 1986 წლის 25 აპრილს მოეწყო მისი მეფედ კურთხევის ცერემონიალი. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მონარქი მსოფლიოში. ამ დროს იგი 18 წლის და 6 დღის იყო. ამ დღიდან მოყოლებული, მსვატი III დედასთან ერთად მართავს ქვეყანას.

სვაზილენდის დღევანდელ მონარქს 15 ცოლი და 27 შვილი ჰყავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. ჭანტურია, ს. ჭანტურია - მსოფლიოს მონარქები, თბ., 2008 წ.