ტერენგანუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ტერენგანუ
დროშა გერბი

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
ადმ. ცენტრი კუალა-ტერენგანუ
კოორდინატები 4°45′00″ ჩ. გ. 103°00′00″ ა. გ. / 4.75000° ჩ. გ. 103.00000° ა. გ. / 4.75000; 103.00000
მმართველი Mizan Zainal Abidin of Terengganu
დაარსდა 1724
ფართობი 12955±1 კმ²
მოსახლეობა 1 015 776 (2010)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 09
საფოსტო ინდექსი 20000–24999
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი http://www.terengganu.gov.my
ტერენგანუ — მალაიზია
ტერენგანუ

ტერენგანუ (ჯავი: ترڠݢانو; წარსულში გამოითქმებოდა როგორც ტრენგანუ ან ტრინგანუ) ― შტატი მალაიზიაში. შტატის დედაქალაქი და სამეფო ქალაქია კუალა-ტერენგანუ, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდინარე ტერენგანუს შესართავთან მდებარეობს. შტატის სხვა მთავარი ქალაქებია: კუალა-დუნგუნი, ჩუკაი, კუალა-ბერანგი, მარანგი და პერმაისური. შტატის ფართობი 13 035 კმ²-ია. 2021 წლის აღწერის მიხედვით, შტატის მოსახლეობა 1 149 440 ადამიანს შეადგენს. მალაიზიის შტატებს შორის ტერენგანუ მე-7 ადგილზეა ფართობის მიხედვით და მე-10 ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ტერენგანუ კელანტანთან, პერლისთან და პუტრაჯაიის ფედერალურ ტერიტორიასთან ერთად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ჰომოგენური ადმინისტრაციული დანაყოფია. მოსახლეობის 95%-ს ეთნიკური მალაიელი მუსლიმები შეადგენენ, რომელთაც გამორჩეული ენა/დიალექტი, კულტურა, ისტორია და ტრადიცია აქვთ.

ტერენგანუ ნახევარკუნძულის მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროს რეგიონში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან კელანტანი ესაზღვრება, დასავლეთიდან და სამხრეთიდან — პაჰანგი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა. გეოგრაფიულად ტერენგანუ ორ ნაწილად იყოფა. ნაკლებად დასახლებული და მთიანი შიდა ნაწილი (ცნობილი როგორც ტერენგანუს მთიანეთი ან პანტაი ტიმურის ქედი, რომლის უმაღლესი წერტილი ლავიტის მთაა და ზღვის დონიდან 1 519 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს), კელანტანის საზღვრიდან ქემამანის რაიონამდე ვრცელდება. სანაპირო ვაკეებზე შტატის მოსახლეობის უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. ტერენგანუს დასავლეთ მალაიზიის შტატებს შორის ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზი აქვს. მალაიზიის რეკორდების წიგნის მიხედვით, ტერენგანუს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე სუფთა პლაჟი აქვს.[1] მალაიზიის კუნძულების ნაწილი ტერენგანუს შტატის შემადგენლობაში შედის, როგორებიცაა: პერჰენტიანი, კაპასი და რედანგი, ისევე, როგორც ბიდონგი, რომელიც 1970-იან წლებში ათეულ ათასობით ვიეტნამელი ლტოლვილის თავშესაფარს წარმოადგენდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერენგანუ ნახევარკუნძულის მალაიზიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილო-დასავლეთიდან კელანტანი ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთიდან ― პაჰანგი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა. შტატის შემადგენლობაში შედის მახლობელი კუნძულები, მათ შორის: პულაუ პერჰენტიანი, პულაუ კაპასი და პულაუ რედანგი. შტატის ფართობი 13 035 კმ²-ია.[2]

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოალიცია ხელმძღვანელი სტატუსი ადგილი
208 წლის არჩევნები მიმდინარე
მუქი ლურჯი პერიკატან-ნასიონალი აჰმმად სამსური მოხტარი მთავრობა 22 32
ლურჯი ბარისან-ნასიონალი აჰმად საიდი ოპოზიცია 10 0
ჯამი 32 32
სამთავრობო უმრავლესობა 12 32

კონსტიტუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერენგანუს კონსტიტუცია 1911 წელს შევიდა ძალაში. კონსტიტუციის დამატება 1959 წელს შევიდა ძალაში. კონსტიტუციას „სახელოვანი სუვერენიტეტის გზის კონსტიტუცია“ ეწოდა. 1959 წლის დამატება ორ სექციას მოიცავს: ტერენგანუს კონსტიტუციის კანონები (ნაწილი პირველი) და ტერენგანუს კონსტიტუციის კანონები (ნაწილი მეორე).

ტერენგანუს სულთანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერენგანუს შტატის კონსტიტუციური მმართველი სულთანია. შტატის კონსტიტუციის თანახმად, „შტატის მმართველი და ტერენგანუს ტერიტორიაზე ყველა სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი“ სულთანია. შტატში ისლამის რელიგიის ხელმძღვანელი, ასევე ყველა ტიტუის, წოდებისა და ღირსების წყარო სულთანია. შტატის აღმასრულებელი ძალაუფლებაც სულთნის ხელშია. 1998 წლიდან შტატის სულთანია მიზან ზაინალ აბიდინი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერენგანუ 8 ოლქად (dareah), 99 მუქიმად და 7 ადგილობრივ სამმართველოდ იყოფა.[3][4]

ტერენგანუს ადმმინისტრაციული დაყოფა
UPI კოდი ოლქები მოსახლეობა
(2017 წლის აღწერა)[4]
ფართობი
(კმ²)[4]
ადგილი მუქიმები
1101 ბესუტი 165,880 1,233.678 კამპუნგ-რაჯა 19
1102 დუნგუნი 182,460 2,735.031 კუალა-დუნგუნი 13
1103 ჰულუ-ტერენგანუ 85,520 3,874.626 კუალა-ბერანგი 10
1104 ქემამანი 204,090 2,535.599 ჩუკაი 17
1105 კუალა-ტერენგანუ 253,690 210.215 კუალა-ტერენგანუ 21
1106 მარანგი 114,920 666.543 მარანგი 8
1107 სეტიუ 66,007 1,304.363 ბანდარ-პერმმაისური 7
1108 კუალა-ნერუსი 148,950 397.521 კუალა-ნერუსი 4

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქემამანის მუზეუმი ქემამანში

2010 წლის აღწერით, ტერენგანუს მოსახლეობა 1 015 776 ადამიანს შეადგენდა.[5] 2020 წლისთვის შტატის მოსახლეობა 1 149 440 ადამიანამდე გაიზარდა. [6] 2006 წლის მონაცემებით, შტატის მოსახლეობის 94.7%-ს მალაიელები შეადგენენ, 2.6%-ს ― ჩინელები, 0.2%-ს ― ინდოელები, ხოლო 2.4%-ს ― სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.[7]

2000 წელს შტატის ურბანიზაციის დონე 48.7%-ს უდრიდა. მოსახლეობის უმრავლესოფა სასოფლო ტეირტორიებზე ცხოვრობდა. 2005 წლისთვის პროპორცია მნიშვნელოვნად შეიცვალა: მოსახლეობის 51% ურბანურ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ხოლო 49% ― სასოფლო ტერიტორიებზე.[8]

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კელანტანთან ერთად ტერენგანუ მალაიზიის ერთ-ერთი ყველაზე ჰომოგენური შტატია. მოსახლეობის 95% ეთნიკურად მალაიურ ჯგუფს მიეკუთვნება. სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის არიან: ჩინელები, ინდოელები (მეტწილად ტამილები), სიამელები და სხვ.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერენგანუს მოსახლეობის დიდი ნაწილი ტერენგანუს მალაიურ ენაზე საუბრობს, რომელიც სტანდარტული მალაიურისგან და კელანტან-პატანის მალაიურისგან განსხვავდება. კელანტანელები ბესუტის ოლქში, კუნძულ პერჰენტიანსა და სეტიუს ზოგიერთ ნაწილში ჭარბობენ და კელანტანურ მალაიურზე საუბრობენ. ჰულუ-ტერენგანუს ოლქში მცხოვრებთ გამორჩეული დიალექტი აქვთ, თუმცა მჭიდრო კავშირშია სანაპირო ტერენგანუს მალაიურ ენასთან. ტერენგანუში მცხოვრები ჩინელები მეტწილად ჰოკენის ჯგუფის წარმომადგენლები არიან. მათი მშობლიური ენა ჰოკიენია, თუმცა ბოლო დროს მანდარინზე მოსაუბრეთა რიცხვი იზრდება. ინდოელები ძირითადად მალაიზიურ ტამილურ ენაზე საუბრობენ.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის აღწერის მიხედვით, ტერენგანუს მოსახლეობის 96.9% მუსლიმია, 2.5% ― ბუდისტი, 0.2% ― ინდუისტი, 0.2% ― ქრისტიანი, 0.2% ― ჩინული ხალხური რელიგიების ან სხვა კონფესიების მიმდევარია.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]
  2. Laporan Kiraan Permulaan 2010. Jabatan Perangkaan Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 24 January 2011
  3. Local Authorities. Government of Terengganu. ციტირების თარიღი: 18 October 2019
  4. 4.0 4.1 4.2 Draf RSNT 2050 (Kajian Semula) ms. Government of Terengganu (2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2022. ციტირების თარიღი: 29 October 2020
  5. Laporan Kiraan Permulaan 2010. Jabatan Perangkaan Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 24 January 2011
  6. Population by States and Ethnic Group. Department of Information, Ministry of Communications and Multimedia, Malaysia (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 12 February 2015
  7. Terengganu Basic Data ms. Malaysian Consensus Department. ციტირების თარიღი: 3 May 2007
  8. Data Asas Negeri 2006 ms, en. Unit Perancang Ekonomi Negeri (2006). ციტირების თარიღი: 6 January 2008
  9. 2010 Population and Housing Census of Malaysia ms, en. Department of Statistics, Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 17 June 2012 p. 13