მაპუტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
მაპუტუ
პორტ. Maputo
Maputo seen from southeast - October 2006.jpg
დროშა
Flag of Maputo.png

ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
კოორდინატები 25°58′00″ ს. გ. 32°35′00″ ა. გ. / 25.96667° ს. გ. 32.58333° ა. გ. / -25.96667; 32.58333
დაარსდა 1782
ადრეული სახელები ლორენსუ-მარკიში 1975 წლამდე
ამჟამინდელი სტატუსი 1887
ფართობი 346 კმ²
ცენტრის სიმაღლე 47
მოსახლეობა 1 766 184 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 5104,58 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი (+258) 21
საფოსტო ინდექსი 0101-01[1] , 0101-02[1] , 0101-03[1] , 0101-04[2] , 0101-05[2] , 0101-06[2] , 0101-07[2] , 0101-08[2] , 0101-09[2] , 0101-10[2] , 0101-11[2] , 0102-01[2] , 0102-02[2] , 0102-03[2] , 0102-04[2] , 0102-05[2] , 0102-06[2] , 0102-07[2] , 0102-08[2] , 0102-09[2] , 0102-10[2] , 0102-11[2] , 0103-01[2] , 0103-02[2] , 0103-03[2] , 0103-04[2] , 0103-05[2] , 0103-06[2] , 0103-07[2] , 0103-08[2] , 0104-01[2] , 0104-02[2] , 0104-03[2] , 0104-04[2] , 0104-05[2] , 0104-06[2] , 0104-07[2] , 0104-08[2] , 0104-09[2] , 0104-10[2] , 0104-11[2] , 0105-01[2] , 0105-02[2] , 0105-03[2] , 0105-04[2] , 0105-05[2] , 0105-06[2] , 0105-07[2] , 0105-08[2] , 0105-09[2] , 0105-10[2] , 0105-11[2] , 0105-12[2] , 0105-13[2] , 0105-14[2] , 0106-01[2] , 0106-02[2] , 0106-03[2] , 0106-04[2] , 0106-05[2] , 0107-01[2] , 0107-02[2] და 0107-03[2]
ოფიციალური საიტი cmmaputo.gov.mz
კოდი ISO 3166-2 MZ-MPM
მაპუტუ — მოზამბიკი
მაპუტუ

მაპუტუ (პორტ. Maputo), დამოუკიდებლობამდე ცნობილი, როგორც ლორენსუ-მარკიში (პორტ. Lourenço Marques) — მოზამბიკის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ხშირად მას „აკაციების ქალაქსაც“ უწოდებენ, იმ ფაქტის გამო, რომ ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლზე აკაციის ხეებია. დღეისათვის, მაპუტუ ინდოეთის ოკეანის საპორტო ქალაქია და სწორედ ნავსადგურზეა დამოკიდებული მისი ეკონომიკა. აქ იწარმოება ცემენტი, კერამიკა, ავეჯი, ფეხსაცმელი, რეზინი. 2007 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 1 766 184 ადამიანს შეადგენდა.[3] ქალაქი გარშემორტყმულია მაპუტუს პროვინციით და დაყოფილია 7 მუნიციპალიტეტად.

მაპუტუს მოსახლეობის დაახლოებით 80 % რთულ პირობებში, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქალაქის ბიუჯეტს თანხები არ ჰყოფნის.[4] მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მაპუტუს წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9 % შეადგინა, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიელთა მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპირიტუ სანტუს ესტუარის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლორენსუ-მარკიშს სახელი დაერქვა პორტუგალიელი ზღვაოსნის პატივსაცემად, რომელიც 1544 წელს მოზამბიკის პორტუგალიელი გუბერნატორის მიერ კომპანიონ ანტონიუ კალდიერუსთან ერთად გაიგზავნა სანაპიროს გამოსაკვლევად. მათ გამოიკვლიეს მაპუტუს ყურეში ჩამდინარე მდინარეების ქვედა ხეობები, მათ შორის ესპირიტუ სანტუსიც. პორტუგალიელების მიერ მდინარის ჩრდილოეთ სანაპიროზე აშენებულმა ფორტებისა და სავაჭრო შენობების ჯგუფმა მიიღო სახელად ლორენსუ-მარკიში.

ქალაქის დაარსების თარიღი დაახლოებით 1850 წელია, ვინაიდან პირველი შენობები აბორიგენებმა დაანგრიეს. ქალაქი ვითარდებოდა პორტუგალიური ციხე-სიმაგრის ირგვლივ, რომლის მშენებლობა 1787 წლისთვის დასრულდა. 1871 წელს ქალაქს აღწერდნენ, როგორც საკმაოდ ღარიბ ადგილს, ვიწრო ქუჩებით, საკმაოდ კარგი ბრტყელსახურავიანი შენობებითა და მოძველებული ფორტით. ტრანსვაალის რესპუბლიკის მზარდმა განვითარებამ პორტუგალიელთა ყურადღება ამ პორტისკენ მიიპყრო. 1876 წელს პორტუგალიის ხელისუფლებამ ქალაქში გაგზავნა კომისია მის ირგვლივ ჭაობიანი ადგილების დასაშრობად, შემდგომში კი მცენარეების დასარგავად, რომლისგანაც კაუჩუკს იღებდნენე, ასევე ტაძრისა და ჰოსპიტალის ასაშენებლად. 1887 წლიდან ლორენსუ-მარკიში გახდა პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკის დედაქალაქი, რამაც შეცვალა მოზამბიკის კუნძულ-ქალაქი. პრეტორიისკენ რკინიგზის მშენებლობამ ხელი შეუწყო ქალაქში მოსახლეობის ზრდას.

ქალაქი ლორენსუ-მარკიში, 1905 წელი.

1900-იანი წლების დასაწყისში საწყობებითა და ამწეებით უზრუნველყოფილი პორტი გამართულად ფუნქციონირებდა. პორტი თავისუფლად ემსახურებოდა გემებს და გადმოთვირთულ ტვირთს ვაგონებში ალაგებდა, ლორენსუ-მარკიშმა პორტუგალიელების მმართველობის პერიოდში მიაღწია კოსმოპოლიტიკური ქალაქის სტატუსს. პორტი ემსახურებოდა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და პორტუგალიის გემებს, ტვირთების დიდი ნაწილი მოდიოდა საუთჰემპტონიდან, ლისაბონიდან და ჰამბურგიდან. 1940-იან წლებში ეკონომიკის ზრდის შემდეგ პორტუგალიის ადმინისტრაციამ ქალაქში დააარსა დაწყებითი და საშუალო სკოლები, ასევე პროფესიული სწავლები. 1962 წელს გაიხსნა აღმოსავლეთ აფრიკაში პირველი ედუარდუ მონდლანეს სახელობის უნივერსიტეტი. პორტუგალიურმა, ჩინურმა და არაბულმა დიასპორებმა, მაგრამ არა დაბალკვალიფიცირებულმა აფრიკულმა უმრავლესობამ, ქალაქში დაიწყო წარმოების და მომსახურების სფეროს განვითარება. 1975 წელს მოზამბიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ბოლო მომენტამდე ათასობით ტურისტი სამხრეთ როდეზიიდან და სამხრეთ აფრიკის კავშირიდან სტუმრობდნენ ქალაქს, რომელიც მათ იზიდავდა პლაჟებით, მაღალი დონის სასტუმროებით, რესტორნებით, კაზინოებითა და საროსკიპოებით[5][6].

ტანზანიაში 1962 წელს მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტი (ფრელიმო) შეიქმნა. ედუარდუ მონდლანეს ხელმძღვანელობით ფრელიმო იბრძოდა პორტუგალიური ბატონობისგან გასათავისუფლებლად. ომი მოზამბიკის დამოუკიდებლობისთვის გაგრძელდა 10 წელი და მხოლოდ 1974 წელს დამთავრდა, როდესაც პორტუგალიაში მიხაკების რევოლუციის დროს ჩამოაგდეს ესტადო-ნოვოს ავტორიტარული რეჟიმი. პორტუგალიის ახალმა მთავრობამ ყველა თავის კოლონიას დამოუკიდებლობა მიანიჭა.

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაპუტუს ხედი
მაპუტუ - მოზამბიკის დედაქალაქი

მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკა გამოცხადდა 1975 წლის 25 ივნისს ლუსაკის შეთანხმების თანახმად. აღლუმმა და გრანდიოზულმა აღნიშვნამ დაასრულა დამოუკიდებლობის დღესასწაული დედაქალაქში, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მალე სახელად უნდა დარქმეოდა პუმო (ბელადის სახელი, რომელიც ამ მიწებს ფლობდა ქალაქის დაარსებამდე).[7] ამის მიუხედავად, დედაქალაქს მართლაც მალე გადაარქვეს სახელი (1976 წლის თებერვალში), მაგრამ დაარქვეს მაპუტუ (ტოპონიმის საწყისია მდინარე მაპუტუს დასახელება, რომელიც იქვე მოედინება). ქალაქში გამოჩენილი პორტუგალიელების ძეგლები დაანგრიეს, საბჭოთა იარაღით შეიარაღებულმა შავკანიანმა ჯარისკაცებმა დაიკავეს პორტუგალიის შეიარაღებული ძალების ადგილი, ქუჩების დიდ ნაწილს, რომელთაც პორტუგალიელებისადმი პატივსაცემად ან პორტუგალიის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად ჰქონდათ სახელი დარქმეული, დაერქვათ ახალი სახელები. მიხაკების რევოლუციის შემდეგ ეთნიკური პორტუგალიელების დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა, რის შედეგადაც მოზამბიკი დარჩა მცოდნე მმართველი კადრების გარეშე. ქვეყნიდან მცოდნე პორტუგალიური პერსონალის მასიური გაქცევის შემდეგ ვეღარავინ შეძლო განვითარებული ინფრასტრუქტურის მართვა[8]. ქვეყნის ახალმა ავტორიტარულმა მარქსისტულმა ხელმძღვანელობამ თავისი გეგმიური ეკონომიკის მართვითი სისტემით დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან მოზამბიკი მიიყვანა ღრმა რეცესიაში. ახალმა მმართველმა პარტია ფრელიმომ მიმართა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკონომიკური დახმარებისათვის. 1980-იანი წლების დასაწყისში მოზამბიკი გახდა ბანკროტი. დამოუკიდებლობის მიღებიდან სულ მალე ქვეყანა მოიცვა სამოქალაქო ომმა ფრელიმოსა და მის ოპოზიცია - რენამოს შორის, რომელიც მიმდინარეობდა 1976 წლიდან 1992 წლის ჩათვლით. სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა დაიწყო 1990-იან წლებში, მაგრამ ქალაქმა, რომელიც მოზამბიკში რჩებოდა ყველაზე დიდი და განვითარებული, მაინც ვერ აღიდგინა ადრინდელი პოზიციები. მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვე, უმუშევრობა, სიღარიბე და კრიმინალი ძირითადი პრობლემებია დღევანდელ მაპუტუში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მაპუტუ მდებარეობს მაპუტუს ყურის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდინარე ტემბის ხეობაში. მდინარე მაპუტუ ჩაედინება მაპუტუს ყურის სამხრეთ ნაწილში.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მაპუტუ მდებარეობს სავანის ტროპიკული სარტყლებისა და ნოტიო სუბტროპიკული სარტყლების ზონების საზღვარზე. კლიმატი საკმაოდ მშრალია. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 761 მმ-ს. წვიმების სეზონი მოკლევადიანია, გრძელდება იანვრიდან მარტის ჩათვლით. მაპუტუს ისტორიაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც ოდესმე დაფიქსირებულა +7 °C-ს შეადგენდა. ჩვეულებრივ ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში +30 °C-ის ფარგლებში მერყებს, დეკემბრისა და თებერვლის თვეები ცოტათი უფრო ცხელია.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაპუტუში მდებარეობს მოზამბიკის უძველესი უნივერსიტეტი, ედუარდუ მონდლანეს სახელობის უნივერსიტეტი, ასევე პედაგოგიური უნივერსიტეტი. ქალაქში მდებარეობს მოზამბიკის ისტორიის მუზეუმი, ბუნების მეცნიერების მუზეუმი, სამხედრო მუზეუმი და მარიამ ღვთისმშობლის ფატიმური მოვლენების კათოლიკური ტაძარი.

მაპუტუს დაგეგმარება წარმოადგენს 1970-იანი წლების ქალაქის განაშენიანების ტიპიურ მაგალითს: მართკუთხა კვარტლები და ფართე ქუჩები. მიუხედავად სამოქალაქო ომის ხანგრძლივი პერიოდისა, ქალაქი პრაქტიკულად არ დაზარალებულა. ახალ მშენებლობებს აფერხებს თანხების არ ქონა.

თანამედროვე შენობები შენდება საშუალო კლასიდან ბიუჯეტში ახლად შემოსული თანხებით, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი შენობები ხშირად არ რემონტდება. მაპუტუს პლაჟი დაჭუჭყიანებულია პორტის ნარჩენებით, ამიტომაც ამ სანაპირო ზოლს ადგილობრივები დასასვენებლად არ იყენებენ.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაპუტუს საერთაშორისო აეროპორტი მოზამბიკის მთავარი საერთაშორისო აეროპორტია. ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძირითადად წარმოდგენილია ჩაპასის მიკროავტობუსებით, რომელსაც გადაჰყავს მოქალაქეების დიდი ნაწილი. ასევე არსებობს სახელმწიფო საავტობუსო კომპანია, რომლის მაარაკი დღესდღეობით შეადგენს დაახლოებით 35 ავტობუსს. მიკროავტობუსები ძირითადად იმპორტირდება იაპონიიდან (Toyota Hiace).

აეროპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაპუტუს საერთაშორისო აეროპორტი არის მოზამბიკის მთავარი აეროპორტი. ახალი ტერმინალი გაიხსნა 2010 წელს, რომელსაც შეუძლია წელიწადში 900 000 მგზავრს მოემსახუროს. დაიწყო მუშაობა ახალი შიდა ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, რისი საშუალებითაც უფრო მეტ მგზავრს მოემსახურება აეროპორტი. სამშენებლო სამუშაოები მოითხოვს არსებული შენობის დანგრევას.

ავტობუსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის სატრანსპორტო საჭიროებებს ძირითადად უძრუნველყოფენ მიკროავტობუსები, სახელწოდებით „chapas“, რომლებითაც, სავარაუდოდ, ქალაქის უმეტესი ნაწილი სარგებლობს. მაპუტუში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კრიზისის მოსაგვარებლად, სახელმწიფო კომპანია „Transporte de Moçambique“ (TPM) ახლახან შეიძინა 270-ზე მეტი ავტობუსი. ქალაქში არის სამი ძირითადი ავტობუსის ტერმინალი.

პორტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაპუტოს მთავარმა პორტმა 1971 წელს 17 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა. დღეს მას მართავს „მაპუტო პორტის განვითარების კომპანია“ (MPDC). მთავრობამ გადაწყვიტა, რომ პორტი ამავე ფირმამ მართოს 2030 წლამდე, რათა განახლდეს მისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ნადგურდებოდა წლების განმავლობაში სტაგნაციის შემდეგ. 2010 წელს, არხში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პორტს შეუძლია უფრო მეტი ტვირთი გადაზიდოს და მეტ გემს მოემსახუროს. ამასთან, პორტში გარკვეული ინვესტიციები იდება.

დაგეგმილია ახალი ტერმინალის მშენებლობა. ქვანახშირის ექსპორტთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება 10 მილიონი ტონის გადაზიდვა წელიწადში. ნავარაუდებია, რომ 2020 წლისთვის პორტი დაახლოებით 160 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 2030 წლისთვის პორტს შეეძლება დღეში 25 მატარებლისა და 1 500 სატვირთო მანქანის მომარაგება, წელიწადში სულ 50 მილიონი ტონა ტვირთით. მთლიანი ინვესტიცია კი 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაპუტუ მდებარეობს სხვადასხვა კულტურების კვეთაზე. ქალაქი არის ბანტუს კულტურის გავრცელების ზონაში პორტუგალიური კულტურის ძლიერი გავლენით. ამას გარდა ქალაქში შერწყმულია ინდური და ჩინური კულტურის გარკვეული ელემენტები. ადგილობრივი სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია, განსაკუთრებით გამოსარჩევია არაბული და პორტუგალიური სამზარეულოები, ხშირად გვხვდება აგრეთვე ზღვის პროდუქტები.

მაპუტუს მთავარი კულტურული და მხატვრული ცენტრია „ხელოვნების ცენტრის ასოციაცია“. ესაა ქვეყნის უძველესი კულტურული ორგანიზაცია. იგი მდებარეობს მაპუტუს ცენტრის უძველეს ვილაში. დაახლოებით ასობით მხატვარი და სკულპტორი ამ ცენტრის წევრია, სადაც რეგულარულად ფენენ მათ ნამუშევრებს. „Núcleo“ ცნობილი გახდა საბრძოლო იარაღის ხელოვნების საგნებში გადაქცევის პროექტის გამო. ის დიდ როლს თამაშობდა მოზამბიკის ომისშემდგომი აღდგენის საქმეში.

2006 წლიდან მაპუტუში ტარდება დოკუმენტალური კინოს საერთაშორისო ფესტივალი „დოკანემა“ (DOCKANEMA).

ქალაქის ცენტრში მდებარეობს ტუნდურუს პარკი, რომელიც 1885 წელს დააპროექტა ბრიტანელმა ლანდშაფტის დიზაინერმა ტომას ჰონიმ.

ქალაქი ასევე მაპუტუს კათოლიკური ცენტრია.

მაპუტუში დაბადებული ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Boletim da República — 2019.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 2.21 2.22 2.23 2.24 2.25 2.26 2.27 2.28 2.29 2.30 2.31 2.32 2.33 2.34 2.35 2.36 2.37 2.38 2.39 2.40 2.41 2.42 2.43 2.44 2.45 2.46 2.47 2.48 2.49 2.50 2.51 2.52 2.53 2.54 2.55 2.56 2.57 2.58 2.59 Boletim da República
  3. Quadros do 3° Censo Geral da População e Habitação 2007. Instituto Nacional de Estatística. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
  4. 4.0 4.1 "Maputo: an African 'success story' but 80 per cent still live in slums" (2 February 2005) The Guardian
  5. Lourenço Marques «A cidade feitiço», a film of Lourenço Marques, Portuguese Mozambique in 1970.
  6. Lourenco Marques, a film of Lourenço Marques, Portuguese Mozambique.
  7. Dismantling the Portuguese Empire, Time Magazine (Monday, Jul. 07, 1975)
  8. Dismantling the Portuguese Empire, Time Magazine (Monday, July 07, 1975).
  9. Acordos de geminação pt. Lisboa. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
  10. Ankaranın Kardeş Şehirleri tr. Ankara. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
  11. Things You Might Not Know About Cape Town. XtraSpace. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
  12. Maputo (Mozambique). Go Chengdu. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
  13. Sister Cities. eThekwini Municipality. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
  14. Cooperação Internacional pt. Guarulhos. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
  15. International Links. Port Louis. ციტირების თარიღი: 2020-07-01.
  16. Lei Nº 5919 DE 17/07/2015 pt. Legisweb (2017-05-19). ციტირების თარიღი: 2020-07-01.