ჯოჰორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოჰორი
მალ. Johor
ჯავი:جوهور
[[ფაილი:|250px]]
დროშა
Flag of Johor.svg
გერბი
Coat of arms of Johor.svg
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სტატუსი მალაიზიის შტატი
მოიცავს 10 რაიონს
ადმინისტრაციული ცენტრი ჯოჰორ-ბარუ
მოსახლეობა (2010)
3 348 283 კაცი (2 ადგილი)
სიმჭიდროვე 176,35 კაცი/კმ²
ფართობი 18 987 კმ² (5 ადგილი)
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი

 1276
ჯოჰორი, რუკა
დროის სარტყელი +8
აბრევიატურა JH
კოდი ISO 3166-2 MY-01
სატელეფონო კოდი 06 და 07
საფოსტო ინდექსები 80000–86999
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Johor

ჯოჰორი (მალ. Johor, ჯავი:جوهور) — მალაიზიის სასულთნო, შტატი მალაიზიაში, ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჯოჰორ-ბარუ. მდებარეობს მალაიზიის მალაკურ ნაწილში, მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. შტატში არის საერთაშორისო აეროპორტი — სენაი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოჰორის შტატს უჭირავს მეხუთე ადგილი ფართობისა და მეორე ადგილი მოსახლეობის მიხედვით მალაიზიის შტატებს შორის. შტატი მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძლის სამხრეთ ნაწილში. შტატის უმაღლესი მწვერვალია მთა გუნუნგ-ლედანგი (1276 მ). სანაპირო ხაზის სიგრძეა 400 კმ. კლიმატი ეკვატორული, მუსონური. ნალექების რაოდენობა წელიწადში 1778 მმ-ის ტოლია. საშუალო წლიური ტემპერატურა 26 — 28 °С.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის აღწერების მიხედვით შტატის მოსახლეობა შეადგენდა 2,75 მილიონ კაცს: 54% — მალაიები, 35 % — ჩინელები, 7 % — ინდოელები, 4 % — სხვა. 2010 წლის შეფასებითმოსახლეობის რაოდენობაა 3 348 283 კაცი, ხოლო საშუალო სიმჭიდროვე — 176,35 ად./კმ².

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ჯოჰორი წარმოსდგება სპარსული სიტყვისაგან „ჯავჰარ“, რაც „ძვირფას ქვას“ ნიშნავს. ჯოჰორის სასულთნო დაარსდა XVI საუკუნის დასაწყისში, მალაკის უკანასკნელი სულთნის მაჰმუდ შაჰის შვილის ალა ად-დინ რიაიატ-შაჰ I-ის მიერ, მას შემდეგ რაც მოახერხა პორტუგალიელი კოლონიზატორებისაგან თავის დაღწევა. სულთანმა გაზარდა ჯოჰორის იმპერიის საზღვრები, დაიპყრო რიაუ და პაჰანგი, სადაც მმართველად დანიშნა თავისი წარმომადგენლები. ჯოჰარის იმპერია პერიოდულად ახორციელებდა თავდასხმას პორტუგალიელ კოლონიზატორებზე, მაგრამ ვერ დაიბრუნეს მალაკა. მთელი 130 წლის განმავლობაში პორტუგალიელებს ხელს უშლიდა სრუტეების გაკონტროოლებაში.

1641წელს ჯოჰორის სასულთნომ ალიანსი დაამყარა ჰოლანდიელებთან და მათი დამხარებით შეძლეს მალაკის დაპყრობა. მოგვიანებით ჯოჰორი დასუსტდა და დაკარგა ძველებური დიდება, რაზეც დიდი გავლენა შინაომებმა იქონიეს.

1864-1895 წლებში ხელისუფლებაში მოდის სულთანი აბუ-ბაქარი, რომელსაც შეეძლო გაძღოლოდა ქვეყანას და მიზანმიმართული პოლიტიკა ეწარმოებინა ბრიტანელებთან და სინგაპურთან. მისი მმართველლობის დროს ქვეყანა გაძლიერდა, სწორედ ამიტომ მან მიიღო „ახალი ჯოჰორის მამის“ ტიტული.

1914 წლიდან ქვეყანაში იწყება ბრიტანელი მრჩევლის კემპბელის მოღვაწეობა.

შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ჯოჰორ-ბარუ იყო უკანასკნელი ქალაქი მალკის ნახევარკუნძულზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მალაიის ოპერაციის დროს დაიკავეს იაპონელმა ოკუპანტებმა.

1948 წელს შტატი შევიდა მალაიის ფედერაციაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა 1957 წელს.

ადმინისტარაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოჰორის შტატის რაიონები

ჯოჰორის შტატი ადმინისტრაციულად იყოფა 10 რაიონად:

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოჰორის შტატში არის სამი საზღვაო პორტი: ჯოჰორ-პორტი, ტანჯუნგ-პელეპასი და ტანჯუნგ-ლანგსატი.

შტატში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი სენაი, რომელიც გაიხსნა 1974 წლის 6 ივნისს და წელიწადში გადაჰყავს 5 მლნ. ადამიანი.

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]