მაგნოლია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაგნოლია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: მაგნოლიასებრნი
გვარი: მაგნოლია
ლათინური სახელი
Magnolia

მაგნოლია (Magnolia) — მცენარეთა გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. მეტწილად დიდი ფოთლები აქვთ. ყვავილები კენწრული და ორსქესიანია, უმეტესად სურნელოვანი, იშვიათად მყრალი. ნაყოფი გირჩისებრი, მრავალფოთლურაა, საიდანაც ძაფზე ჩამოკიდებული, წითელ გარსში მოქცეული თესლი. ცნობილია მაგნოლიის 80-მდე სახეობა, მათგან 20-მდე სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება, დანარჩენი — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მაგნოლია კულტურაში ფართოდ არის დანერგილი. კარგად ხარობს ნოყიერ, ტენიან, დრენირებულ ნიადაგზე. ამრავლებენ თესლით, კალმით (სათბურში). ყოფილ სსრკ-ში კულტივირებულია 16 სახეობა, უმეტესად დიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiflora), რომელიც შეიცავს ეთერზეთებს, გლიკოზიდებსა და ალკალოიდებს. საქართველოში მაგნოლია მოშენებულია თბილისში, წინანდალში, ქუთაისში და სხვა ადგილებში, უფრო მეტად კი შავი ზღვის სანაპიროზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]