მანზინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
მანზინი
ინგლ. Manzini
Ex Tum's George Hotel Manzini Swaziland.jpg
ქვეყანა სვაზილენდის დროშა სვაზილენდი
რეგიონი მანზინის რეგიონი
კოორდინატები 26°29′00″ ს. გ. 31°22′00″ ა. გ. / 26.48333° ს. გ. 31.36667° ა. გ. / -26.48333; 31.36667
დაარსდა 1885
ადრეული სახელები ბრემერსდორპი 1960 წლამდე
ცენტრის სიმაღლე 686
მოსახლეობა 78 000 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+2
მანზინი — სვაზილენდი
მანზინი

მანზინი (ინგლ. Manzini) — ქალაქი სვაზილენდის ცენტრალურ ნაწილში, ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი. ის ასევე სვაზილენდის მთავარი სამრეწველო ცენტრია. 2008 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 78 000 ადამიანს, ძირითადად სვაზის ხალხის წარმომადგენლებს. ქალაქი მანზინის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია.

ქალაქი იყო ბრიტანეთ-ბურების კოლონიალური შტაბ-ბინა 1890 წლამდე, მაგრამ დაინგრა 1902 წელს ბურების მეორე ომის შედეგად, როდესაც ადმინისტრაციული ცენტრი გადატანილი იქნა მბაბანეში. 1960 წლამდე ქალაქს სახელად ეწოდებოდა ბრემერსდორპი. მატშაპას აეროპორტი მდებარეობს ქალაქის სიახლოვეს.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაქტიკულად მთელი ქალაქი შედგება ოფისებისაგან და სხვადასხვა ობიექტებისგან. მანზინიში, როგორც მბაბანეში ბევრია ადგილობრივი ბაზრები, რომელთაგან ყველაზე დიდები მდებარეობენ მჰლაკუვანესა და მანჩიშანეს კუთხეში. მანზინის ბაზრების უმრავლესობაში ვაჭრობენ ხილით და ბოსტნეულით, სხვადასხვა საშინაო ნივთებით და მკურნალობის ტრადიციული საშუალებებით, ასევე სვაზილენდში ცნობილი ხელნაკეთი ნივთებით. ნივთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, მაგრამ მათგან ყველაზე უფრო მთავარია — მექოთნეობის ტრადიციული ნაკეთობები და ხელით გამოთლის ხის ელემენტები, ყელსამკაულები და კრიალოსანი, ბატიკი და ტრადიციული ტანსაცმელი, ტყავის ნაკეთობები და კალათები. ასევე შეიძლება პოპულარული Ludzino-ს — შავი თიხის ქოთნის შეძენაც, რომელსაც ხშირად იყენებენ წყლის ან ლუდის შესანახად და დასალევად.

ბაზრებიდან ჩრდილოეთით, ნგვანეს ქუჩაზე მდებარეობს ბჰუნი — ქალაქის ერთ-ერთი უახლოესი მოლი. ბაზრებიდან სამხრეთში მდებარეობს Hub — სუპერმარკეტი რამდენიმე რესტორნით. მაგრამ ქალაქის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობაა — ნამდვილი კათოლიკური მისია — ქვის შენობა, რომელიც მდებარეობს სანდლაინის ქუჩაზე არსებული ახალი კათედრალური ტაძრის მოპირდაპირე მხარეს.

მანზინიში მდებარეობს მუსიკალური სკოლა — Nazarene High School, რომელსაც ჰყავს წარმატებული მომღერალთა ჯგუფი[1].

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Manzini Nazarene tops them all by Bongile Mavuso, The Swazi Observer August 2, 2007