ისლისებრნი
იერსახე
ისლისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Carex halleriana | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cyperaceae | ||||||||||||||
|
ისლისებრნი (Cyperaceae) — ერთლებნიანი მცენარეების ოჯახი. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებია.
ცნობილია 90-მდე გვარის 400-მდე სახეობა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი ჰავის ზონებში, უმთავრესად ტენიან და ჭაობიან სუბსტრატზე. საქართველოში — 22 გვარის 140 სახეობაა.
ზოგი სახეობისაგან ქსოვენ ჭილობებს, ქუდებსა და ჩანთებს, პაპირუსისაგან ძველთაგანვე ამზადებდნენ ქაღალდს. ბევრი სახეობა ტორფწარმომქმნელია, ზოგი — სამკურნალო და დეკორატიული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქიმერიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 234.