ლობამბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლობამბა
ინგლ. Lobamba
ქვეყანა სვაზილენდის დროშა სვაზილენდი
რეგიონი ჰოჰო
კოორდინატები 26°28′ ს. გ. 31°12′ ა. გ. / 26.467° ს. გ. 31.200° ა. გ. / -26.467; 31.200
სიმაღლე 694
მოსახლეობა 11 000 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+2
ლობამბა (სვაზილენდი)
Red pog.svg

ლობამბა (ინგლ. Lobamba) — სვაზილენდის ისტორიული და საკანონმდებლო დედაქალაქი. აქ არის განთავსებული პარლამენტი[1] და დედოფლის რეზიდენცია[2][3].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს სვაზილენდის დასავლეთ ნაწილში[4], ეზულვინის ხეობაში[5], ზღვის დონიდან 694 მეტრში[6]. დედაქალაქ მბაბანედან 16 კმ-ში, ჰოჰოს რეგიონში[2] და აქვს სუბტროპიკული კლიმატი ზაფხულის სეზონური წვიმებით.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორ ტერიტორიას ერქვა ლობამბა, რომლიდანაც პირველს დღეისათვის ქვია "ძველი ლობამბა", რომელიც 1750 წელს დაარსდა სვაზილენდის სამხრეთში. ეს დასახლება დაარსებულია სობჰუზა II-ს მიერ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.[7]

1903 წელს, ბურების პირველი ომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საკუთარ კონტროლ ქვეშ მოაქცია სვაზილენდი და აქ მმართველად დანიშნა საკუთარი რეგენტი. 1921 წელს მეფე სობჰუზა II გახდა სვაზილენდის მმართველი, რომელიც ჯერ კიდევ ბრიტანეთის ხელისუფლებას ემორჩილებოდა.[8] სვაზილენდმა ბრიტანელებისაგან დამოუკიდებლობა მიიღო 1968 წლის 6 სექტემბერს, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრად დაინიშნა სობჰუზა II-ის უფროსი ვაჟი — მახოსინი დლამინი. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ სვაზილენდი გახდა აფრიკის ერთობის ორგანიზაციის (OAU), ერთა თანამეგობრობის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი.[9] ქვეყანაში დამკვიდრდა კონსტიტუციური მონარქიის წყობა და ქვეყნის მეთაურად გამოცხადდა მეფე სობჰუზა II,[10] რომელიც ცხოვრობდა სამეფო რეზიდენციაში ქალაქ ლობამბაში.[10]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 3625 ადამიანს,[2] ხოლო 2006 წელს მოსახლეობის რაოდენობა გახდა 11 000 ადამიანი.[11] ეთნიკური შემადგენლობის მხრივ მოსახლეობის 84,3 % არის სვაზი და 9,9 % ზულუსი. დანარჩენი: ტსონგა — 2,5 %, ინდოელები — 1,6 % და სხვები — 1,7 %. ქალაქის ოფიციალური ენების — სვატი და ინგლისური.[4]

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ემბო როიალის სასახლე
  • ეროვნული მუზეუმი
  • პარლამენტის შენობა
  • მეფე სობჰუზა II-ის მემორიალი
  • მანტენგის ჩანჩქერი
  • უმჰლანგა — მეფის ცოლის შესარჩევი ყოველწლიური ცერემონიალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The Parliament of Swaziland". Commonwealth Parliamentary Association. Accessed April 7, 2014.
  2. 2.0 2.1 2.2 "Lobamba". Encyclopædia Britannica. Accessed April 8, 2014.
  3. Ruth Cyr. Twentieth Century Africa. iUniverse; 2001. ISBN 978-0-595-18982-3. p. 485.
  4. 4.0 4.1 4.2 Peter Haggett. Encyclopedia of World Geography. Marshall Cavendish; 1 July 2001. ISBN 978-0-7614-7289-6. p. 2477.
  5. Kate Armstrong. South Africa, Lesotho & Swaziland. Lonely Planet; 2006. ISBN 978-1-74059-970-2. p. 582.
  6. Elevation of Lobamba,Swaziland Elevation Map, Topo, Contour. Floodmap.net. Retrieved April 20, 2014.
  7. Laurel L. Rose. The Politics of Harmony: Land Dispute Strategies in Swaziland. Cambridge University Press; 31 January 1992. ISBN 978-0-521-39296-9. p. 65.
  8. Ruth Cyr. Twentieth Century Africa. iUniverse; 2001. ISBN 978-0-595-18982-3. p. 485, 488.
  9. Emmanuel Kwaku Akyeampong; Henry Louis Gates. Dictionary of African Biography. Oxford University Press; 2 February 2012. ISBN 978-0-19-538207-5. p. 233–234.
  10. 10.0 10.1 Ruth Cyr. Twentieth Century Africa. iUniverse; 2001. ISBN 978-0-595-18982-3. p. 488.
  11. Encyclopaedia Britannica, Inc. Britannica Book of the Year 2010. Encyclopaedia Britannica, Inc.; 1 March 2010. ISBN 978-1-61535-366-8. p. 706.