მაპუტუ (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაპუტუ
პორტ. Rio Maputo
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ესვატინის დროშა ესვატინი, მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სათავე 26°11′30″ ს. გ. 32°41′01″ ა. გ. / 26.19167° ს. გ. 32.68361° ა. გ. / -26.19167; 32.68361
სათავის სიმაღლე 1680 მ
შესართავი მაპუტუს ყურე
26°37′01″ ს. გ. 30°40′01″ ა. გ. / 26.61694° ს. გ. 30.66694° ა. გ. / -26.61694; 30.66694
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 300 კმ
აუზის ფართობი 29 970 კმ²
მაპუტუ (მდინარე) — მოზამბიკი
მაპუტუ (მდინარე)
მაპუტუ (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
მაპუტუ ვიკისაწყობში

მაპუტუ (პორტ. Rio Maputo) — მდინარე, რომელსაც ესვატინში დიდი უსუტუს, ლუსუტფუს, ან სუტჰუს მდინარეს ეძახიან, მიედინება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ესვატინის და მოზამბიკის (მაპუტუს პროვინცია) ტერიტორიებზე. სახელი სუტჰუ ეკუთვნის ბასუტოს ხალხს, რომლებიც ადრე ცხოვრობენ მდინარის სათავეებთან, მაგრამ შემდგომში სვაზის ტომის ხალხის თავდასხმების შედეგად იქიდან წავიდნენ.[1] ეს ასევე ნიშნავს მუქ-ყავისფერს და მიუთითებს მდინარის ამღვრეულ წყალზე.[2]

მდინარის პატივსაცემად აქვს დარქმეული სახელი მოზამბიკის დედაქალაქს — მაპუტუ.

მდინარე სათავეს იღებს სამხრეთ აფრიკის მპუმალანგას პროვინციაში მდებარე ქალაქ ამსტერდამის სიახლოვეს, მიემართება აღმოსავლეთით და შედის ესვატინის ტერიტორიაში, სადაც ის ხვდება ლებომბოს მთებში. ხეობის მე-13 კილომეტრზე იქმნება სახელმწიფო საზღვარი ესვატინსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის. დაახლოებით 20 კმ-ზე, ის ქმნის სახელმწიფო საზღვარს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა (პროვინცია კვაზულუ-ნატალი) და მოზამბიკს შორის. იქ, ნდუმოს ნაკრძალში, ის უერთდება დიდ შენაკადს — მდინარე პონგოლას. შემდეგ ის მოზამბიკის სანაპიროს დაბლობის გავლით, დაახლოებით 85 კმ-ის დინების შემდეგ, ჩაედინება მაპუტუს ყურეში სამხრეთის მხრიდან.

ესვატინში მდინარეს ეძახიან დიდ უსუტუს ან ლუსუტფუს. ის მიედინება ესვატინის ქალაქებში ბჰუნია, ლუიენგო, სიფოფანენი და ბიგ-ბენდი. ქალაქი ბიგ-ბენდი მდებარეობს იმ ადგილთან ახლოს, სადაც მისი მეანდრი საკმაოდ დაკლაკნილია. დიდი უსუტუ ყველაზე უფრო გრძელი მდინარეა ესვატინში და ზღვის დონიდან ყველაზე უფრო დაბალი წერტილია (21 მეტრი). მდინარე გამოიყენება რაფტინგისთვის. მის ნაპირებთან არ არსებობენ დიდი ქალაქები, რაც გამოწვეულია მისი ღრმა, ვიწრო ხეობებით და ხშირი ტყეებით. მიუხედავად ამისა მდინარის სიახლოვეს არსებობენ გოლფის მინდვრები, ოტელები და ნაკრძალები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Von Willig, G. R. (1925). Langs die Lebombo. J. L. van Schaik, Pretoria, გვ. 175, 217. 
  2. Raper, P. E. (2004). South African place names. Jonathan Ball, Johannesburg and Cape Town, გვ. 387. ISBN 1-86842-190-2.